Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აშშ-საქართველოს მოლაპარაკებები ხალხებს შორის კონტაქტებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 იან.'10 / 12:38

საქართველოს და აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებმა 21 იანვარს თბილისში შეხვედრა გამართეს, რათა ხალხებს შორის კონტაქტების და კულტურული გავცლის პროგრამების გაფართოების საკითხები განეხილათ, როგორც ამას ორ ქვეყანას შორის 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ითვალისწინებს.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში ხალხებს შორის კონტაქტებზე მომუშავე ჯგუფის გარდა შექმნილია კიდევ სამი სამუშაო ჯგუფი, რომლებიც ქარტიით განსაზღვრულ შემდეგ პრიორიტეტულ მიმართულებებზე მუშაობენ: უსაფრთხოება, დემოკრატია და ეკონომიკური განვითარება. უსაფრთხოების და დემოკრატიის საკითხებზე მომუშავე ორმხრივი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრები ოქტომბერსა და ნოემბერში თბილისში გაიმართა.  

შეხვედრაზე განხილულ იქნა განათლების სფეროში გაცვლითი პროგრამების და ინგლისურ-ენოვანი ტრენინგების გაფართოების საკითხები, ასევე საქართველოს მასშტაბით მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხები, განაცხადა სპენსერ ბოიერმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ სახალხო დიპლომატიის და სახალხო საქმეთა საკითხებში.   

ამ საკითხების გარდა, შეხვედრის მონაწილეები ასევე შეეხნენ საქართველოს სტრატეგიას სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში, რომელის ერთ-ერთი მიზანი ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის კავშირების ხელშეწყობაა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ახალი სტრატეგია სეპარატისტულ რეგიონებთან მიმართებაში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად, ადმინისტრაციული საზღვრების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შორის კავშირების გამყარების საკითხსაც მოიცავს.

”ჩვენი ამოცანაა და სწორედ იმ სტრატეგიის ამოცანაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამუშავებს, ჩვენი უბრალო მოქალაქეების, რომლებიც იქ ცხოვრობენ, დაახლოება საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან, სხვადასხვა თემების, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ერთმანეთთან კონტაქტის გაღრმავება, მათ შორის მათთვის განათლების შესაძლებლობების მიცემა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საქმეში ჩვენ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა გვექნება,” - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგა ბოკერიამ შეხვედრის შემდეგ.

აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების სტრატეგია ჯერ დასრულებული არ არის; ამრიგად, მისი დეტალები შეხვედრაზე არ განხილულა.

”ჩვენ მოკლედ ვისაუბრეთ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერაზე ახალი სტრატეგიის მიზნების მიმართ, რომელიც ჯერ არ დასრულებულა და ამიტომ, ჩვენთვის არ არის ამ ეტაპზე მიზანშეწონილი მის დეტალებზე ვისაუბროთ, სანამ დასრულებული სტარტეგია არ გვექნება,” - განაცხადა მან.

”ზოგადად რომ ვთქვათ, ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ მიზნებს, რომ უზრუნველვყოთ, რათა საქართველოს ყველა მოქალაქე მსოფლიოს ნაწილი გახდეს და მათი ხელმისაწვდომობა დანარჩენ მსოფლიოსთან იყოს უზრუნველყოფილი,” - დასძინა აშშ-ს ელჩმა.

გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ადრეა იმ კონკრეტულ მექანიზმზე საუბარი, თუ როგორ მოხერხდება სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა.  

”ეს არის ჩვენი სტრატეგიის ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოვახერხებთ ყოველგვარი ზედმეტი პოლიტიზირების გარეშე, ამ შესაძლებლობების მიცემას ჩვენი მოქალაქეებისთვის,” - განაცხადა ბოკერიამ, ”რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არსებობენ ოკუპაციური ძალები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეგვიშალოს ამაში. ჩვენ ვეცდებით, რომ გვერდი ავუაროთ ამ პოლიტიკურ ბარიერებს და ისე განვახორციელოთ ეს საქმე”.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24