Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 იან.'10 / 11:22

ჟენევის მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდზე, რომელიც 28 იანვარს გაიმართა, მონაწილეებმა ძალის არგამოყენების შესახებ პოტენციურ შეთანხმებაზე და საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურაზე რაიმე პროგრესს ვერ მიაღწიეს.

თანათავმჯდომარეების განცხადებით, მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ დისკუსიების მომდევნო რაუნდი 30 მარტს გაიმართება.

ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს ეგიდით გამართული მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდი ჩვეულებისამებრ ორ სამუშაო ჯგუფში გაიმართა - მათგან ერთი უსაფრთხოების საკითხებზე, ხოლო მეორე ჰუმანიტარულ საკითხებზე მუშაობს. 

საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის და ასევე სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის წარმომადგენლები დისკუსიებში იმ სუბიექტების დაკონკრეტების გარეშე მონაწილეობენ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ - ამგვარი ფორმატი 2008 წლის ნოემბერში გამართული მეორე რაუნდის შემდეგ შეთანხმდა სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენელთა სტატუსზე უთანხმოების თავიდან აცილების მიზნით.

მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდის დროს უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა ვერ მიაღწიეს რაიმე პროგრესს თანათავმჯდომარეების მიერ  წინა რაუნდებზე წარმოდგენილი დოკუმენტის განხილვისას, რომელიც ეხება ”ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების და საერთაშორისო უსაფრთხოების სტრუქტურის ძირითად ელემენტებს”. 

მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს ძალის არგამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას თბილისსა და სოხუმს და ასევე თბილისსა და ცხინვალს შორის; ხოლო თბილისი ამგვარი მიდგომის კატეგორიული წინააღმდეგია და აცხადებს, რომ შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთსა და საქართველოს შორის და ის ასევე უნდა ითვალისწინებდეს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებს სეპარატისტულ რეგიონებში და საბოლოო ჯამში საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის ”დეოკუპაციას”.

მოლაპარაკებების მეცხრე რაუნდზე მონაწილეებმა ასევე განიხილეს ”დროებითი ნაბიჯები” - ეს ის დოკუმენტია, რომელიც შუამავლებმა სხდომის დაწყებამდე გაავრცელეს.

”ჩვენ უფრო შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ საკითხს და შევთანხმდეთ დროებით ნაბიჯებზე, რადგანაც  უსაფრთხოების მუდმივმოქმედი სტრუქტურის შემუშავებას შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს,” - განაცხადა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ყაზახეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბოლათ ნურგალიევმა მოლაპარაკებების შემდეგ.

მისი თქმით, დისკუსიების მეცხრე რაუნდი ”მნიშვნელოვანი ნაბიჯი” იყო რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

მოლაპარაკებების შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში თანათავმჯდომარეები აღნიშნავენ, რომ სიტუაცია ადგილზე ”შეფასდა, როგორც შედარებით მშვიდი”.

”ცალკეული ინციდენტები, კერძოდ კი სროლა და დაკავებები, კვლავ შეშფოთების საგნად რჩება. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს, რომ ეს ინციდენტები 2009 წლის 18 თებერვალს შექმნილი ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში უნდა განიხილებოდეს,” - ნათქვამია განცხადებაში.

მაშინ როდესაც აფხაზეთთან მიმართებაში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრები გალში რეგულარულად იმართება, ცხინვალის რეგიონთან მიმართებით ამ სტრუქტურის მუშაობა შეწყვეტილმისი მუშაობა რეგულარულ რეჟიმში მიმდინარეობს, ცხინალის რეგიონთან მისი მუშაობა შეწყვეტილია.

ცხინვალის განხცადებით, იგი ამ მექანიზმის მუშაობაში მანამ არ მიიღებს მონაწილეობას, სანამ თბილისი არ მიაწვდის ინფორმაციას დაკარგული ან დაკავებული ოსი მოქალაქეების შესახებ.

ეს საკითხი ჟენევის დისკუსიების მეცხრე რაუნდზეც იქნა განხილული.

თანათავმჯდომარეებმა ასევე აღნიშნეს განცხადებაში, რომ ”საერთო მიზანი” დაკავებულ პირებთან მიმართებაში უნდა იყოს ორივე მხრიდან ყველას საბოლოო გათავისუფლების მიღწევა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11