Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ თბილისის სტრატეგიას აკრიტიკებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 თებ.'10 / 11:30

სოხუმმა მკაცრად გააკრიტიკა საქართველოს მთავრობის ახალი დოკუმენტი, რომელიც ორი სეპარატისტული რეგიონის მიმართ ქვეყნის სტრატეგიას განსაზღვრავს და შეაფასა ის, როგორც ”ინსტრუქცია, თუ რა არ უნდა გააკეთოს აფხაზეთმა”.

დოკუმენტი სახელწოდებით ”სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით” საქართველოს მთავრობამ 27 იანვარს დაამტკიცა. დოკუმენტში, რომელიც მთავრობის განცხადებით, ფართო დისკუსიების შედეგად შეიქმნა, ნათქვამია, რომ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს, ”გამორიცხავს კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას” და ორიენტიებულია ”გამყოფი ხაზებით განცალკევებულ” მოსახლეობის შერიგებისკენ და ნდობის აღდგენისაკენ.

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა 2 თებერვალს, რომ სტრატეგია საქართველოს ხელისუფლების მიერ გალის მოსახლეობის ”მსუბუქი მოსყიდვაა”.

”ჩვენ მზად ვართ დაველაპარაკოთ საერთაშორისო სტრუქტურებს, თუ ისინი გალელებს აფხაზეთის მხრიდან გაუწევენ დახმარებას. თუ ეს საქართველოს გავლით გაკეთდება, ჩვენ ამას ყველანაირად შევეწინააღმდეგებით,” - იტყობინება ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ეს განცხადება აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა, სადაც გალის რაიონში არსებული ვითარება განიხილებოდა. 29 იანვარს გალში ნაღმის აფეთქებას ერთი ადგილობრივი მილიციელი და ორი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.

”ჩვენ ამ თემაზე არც ვისაუბრებთ. ამ პროგრამის საპასუხოდ ჩვენ გავაძლიერებთ საზღვარს მდინარე ენგურზე და არ დავრთავთ ნებას, რომ გალის რაიონში ”მეხუთე კოლონა” შექმნან. წარმომიდგენია, უკვე რამდენიმე ადამიანი ყავთ გადაბირებული და დარბიან რეგიონში,” - განაცხადა ბაღაფშმა.

მან გააფრთხილა სამართალდამცავი სტრუქტურები თვალი ადევნონ იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში არიან ეჭვმიტანილები.

სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა იმავე შეხვედრაზე, რომ საქართველოს წარმომადგენლები 28 იანვარს ჟენევის დისკუსიების მეცხრე რაუნდზე ”ცდილობდნენ გადაეცათ” აფხაზეთის დელეგაციისთვის ეს დოკუმენტი.

”აფხაზეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მის წაკითხვასაც არ აპირებენ და გააფრთხილეს, რომ თუ მომდევნო დისკუსიებზეც შეეცდებიან ამ ე.წ. სტრატეგიის შეთავაზებას, ისინი ადგებიან და დატოვებენ შეხვედრას, დოკუმენტი კი მაგიდაზე დარჩება,” - იტყობინება ”აფსნიპრესი” შამბას სიტყვებზე დაყრდნობით.

”ჩვენ არ ვართ ოკუპირებული ტერიტორია და ამ თემაზე საუბარსაც კი არ ვაპირებთ. და მეორეც, ამ დოკუმენტს განვიხილავთ, როგორც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების გეგმას. ჩვენთვის ეს არის ინსტრუქცია, თუ რა არ უნდა გააკეთოს აფხაზეთმა,” - დასძინა მან.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
47