Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი მერობის კანდიდატად ქრისტიან-დემოკრატებმა გია ჭანტურია დაასახელეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 თებ.'10 / 16:51

ქრისტიან-დემოკრატებმა 12 თებერვალს გია ჭანტურია თბილისის მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელეს.

პარტიის დაარსების ორი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ქრისტიან-დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ ”ღირსეული ქალაქი ღირსეულ მერს იმსახურებს”.

გია ჭანტურიამ, რომელიც ბოლო პერიოდში სხვადასხვა პროფესიულ და საექსპერტო წრეებთან რეგულარულ შეხვედრებს მართავდა, განაცხადა, რომ მერის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში მისი პრიორიტეტი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა; ასევე ”ჩვენ უნდა შევძლოთ გადასახადების შემცირება ენერგო მატარებლებზე, რაც სავსებით რეალურია”.

ჭანტურიამ ასევე განაცხადა, რომ მას სურს თბილისმა შეინარჩუნოს თვითმყოფადობა. ”მე მინდა, რომ თბილისი ისევ გახდეს ღირსების, მეგობრობის, ვაჟკაცობის და ერთმანეთზე ზრუნვის ქალაქი,”- განაცხადა მან 5 თებერვალს ტელეკომპანია ”მაესტროსთვის” მიცემულ ინტერვიუში.

მან ასევე განაცხადა, რომ თბილისს სჭირდება კარგი მენეჯერი, რომელმაც საქმის კეთება იცის და არასწორია ამ თანამდებობას მიუდგე, როგორც ”პოლიტიკურ ტრამნპლინს”.

”იმიტომ, რომ როდესაც შენ მოსახლეობის მხარდაჭერას ითხოვ, ეს მხარდაჭერა არ უნდა იქნეს გამოყენებული მხოლოდ იმისთვის, რომ შენი პირადი პოლიტიკური ამბიცია დაიკმაყოფილო ან შემდგომი პოლიტიკური ნაბიჯისთვის ემზადო,”- აღნიშნა ჭანტურიამ.

გია ჭანტურია 1995 წლიდან საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციას მისი შექმნის დღიდანვე ედგა სათავეში და პრეზიდენტ შევარდნაძის საგანგებო რწმუნებული იყო აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის განვითარების საკითხებში. იგი ბაქოში სამუშაოდ 2004 წლის შემოდგომაზე გადავიდა აზერბაიჯანის ნავთობკომპანიის პრეზიდენტის მრჩევლად მას შემდეგ, რაც სექტემბერში დაკავებული თანამდებობიდან პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაათავისუფლა. მაშინ აზერბაიჯანული მედია წერდა, რომ ჭანტურიაზე დაპატიმრების სანქცია იყო გაცემული, თუმცა მან აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის შუამდგომლობით შეძლო საქართველოს დატოვება.

სულ მცირე, 2006 წლის მაისის მდგომარეობით, გია ჭანტურია ინტერპოლის მიერ ძებნილ ქართველთა შორის იყო. მისი გვარი ”წითელ ცირკულარში” ამჟამად არ ფიგურირებს.

ჭანტურიამ განაცხადა, რომ არ არის სწორი, რომ ის იყო ”ძებნილი”  და ”ლამის მანქანის საბარგულით” მოხდა მისი ქვეყნიდან გასვლა 2004 წელს.

”არავითარი იძულება ჩემს წასვლას ბაქოში არ ახლდა,”- განუცხადა მან ”მაესტროს” და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანში იგი მუშაობდა ყაზახეთის ნავთობის  ბაქო-ჯეიჰანის პროექტზე ”მიბმაზე” და ”ჩვეულებრივი ურთიერთობები” ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28