Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: რუსეთ-საფრანგეთის გარიგება სამხედრო შესყიდვაზე ”ძალიან სარისკოა”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 თებ.'10 / 18:24

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდის “მისტრალის” შესაძლო შესყიდვა საფრთხეს უქმნის მის მეზობლებს და დასძინა რომ ამ გარიგებაზე კიდევ უფრო შემაშფოთებელი მოსკოვის მიერ ფრანგული ჯავშანტექნიკის შესაძლო შესყიდვაა.

18 თებერვალს ლონდონში ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხომალდის შესაძლო მიყიდვა ”ძალიან უჩვეულო და ძალიან, ძალიან სარისკოა”, ხოლო ”ტანკების საკითხი ათჯერ კიდევ უფრო” შემაშფოთებელი.

ფრანგულმა კომპანია Panhard-მა განაცხადა მიმდინარე კვირას, რომ იგი განიხილავს რუსეთისთვის რამოდენიმე ოთხადგილიანი, მსუბუქი ჯავშანმანქანის მიყიდვის საკითხს.

სააკაშვილის თქმით, თუ რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი ”ტანკებს, გემებს, და რაკეტებს შეიძენს - ტექნოლოგიები, რომლის შეძენის სურვილი მას ასევე გააჩნია - ჩვენ ძალიან, ძალიან სარისკო ზონაში აღმოვჩნდებით,” იტყობინება Wall Street Journal-ი.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს პარიზთან ამ საკითხზე მოსაზრებების ”არაფორმალური გაცვლა” ჰქონდა, თუმცა ოფიციალური პროტესტი საქართველოს არ გამოუხატავს The Times-ის ინფორმაციით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ შეეცდება მოლაპარაკებები გამართოს საფრანგეთის პრეზიდენტთან ნიკოლა სარკოზისთან, რომელმაც რუსეთისთვის ”მისტრალის” მიყიდვის შესახებ თანხმობა განაცხადა, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური განაცხადი ჯერ არ გაუკეთებია. 

სააკაშვილის ვარაუდით, ”მისტრალის” შეძენით რუსეთი საფრანგეთს ”აჯილდოვებს” იმისთვის, რომ პარიზმა კატეგორიულად არ მოთხოვა მოსკოვს სრულად შეესრულებინა 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით დაიდო. 

საფრანგეთის ელჩმა თბილისში ერიკ ფურნიემ განუცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს, რომ რუსეთის სურვილი შეიძინოს ფრანგული ხომალდი ”პრინციპში დადებითად იქნა მიღებული” პარიზის მიერ.

"მაგრამ გრძელდება მისი განხილვა და დისკუსიები, რათა დაზუსტდეს რუსეთის მოლოდინის არსი და საფრანგეთის ხელისუფლების ორგანოების პასუხი," - აღნიშნა ფურნიემ განცხადებაში, რომელიც მან ქართულად წაიკითხა.

ლონდონში ჟურნალისტებთან საუბრისას სააკაშვილმა ასევე გააკრიტიკა კომპანია Eutelsat-ი, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის რუსულენოვან ”პირველ კავკასიურს” მის ერთ-ერთი სატელიტიდან მაუწყებლობის საშუალება არ მისცა.

”მათ პოლიტიკური მოტივით გათიშეს ის [”პირველი კავკასიური”]- იმიტომ, რომ რუსეთს ის არ მოსწონს,” - იტყობინება Wall Street Journal-ი სააკაშვილის სიტყვებზე დაყრდნობით.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სარჩელის განხილვას Eutelsat-ის წინააღმდეგ  - კომპანიის, რომლის აქციათა 25%-ს საფრანგეთის სახელმწიფო ფლობს - პარიზის კომერციულ დავათა სასამართლო 22 თებერვალს დაიწყებს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16