Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევის მოლაპარაკებების მეათე რაუნდი დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 მარ.'10 / 11:10

მონაწილეებმა 30 მარტს ჟენევის მოლაპარაკებების მეათე რაუნდი გამართეს და შეთანხმდნენ, რომ დისკუსიების მომდევნო რაუნდი 8 ივნისს გაიმართება.

”შედარებით წყნარი და სტაბილური ზოგადი სიტუაციის ფონზე, აღინიშნა, რომ დაძაბულობა კვლავ არსებობს,” - განაცხადეს ერთობლივ განცხადებაში თანათავმჯდომარეებმა ანტი ტურუნენმა გაეროდან, პიერ მორელიმ ევროკავშირიდან და ბოლატ ნურგალიევმა, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ყაზახეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

”აღინიშნა, რომ პროვოკაციული ქმედებები და რიტორიკა არ უწყობს ხელს მიმდინარე მცდელობებს, რომ მოხდეს ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაცია და ამიტომ ისინი თავიდან უნდა იქნას აცილებული,” - განაცხადეს მათ.

თანათავმჯდომარეების განცხადებით, მოლაპარაკებების მეათე რაუნდის დროს მონაწილეებმა განაგრძეს ძალის არგამოყენებასა და უსაფრთხოების  საერთაშორისო მექანიზმებთან დაკავშირებულ სხვადასხვა წინადადებებზე დისკუსიები.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს უგზოუკვლოდ დაკარგულთა და დაპატიმრებულთა საკითხიც. თანათავმჯდომარეების თქმით, მონაწილეები მიესალმნენ ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისრის, თომას ჰამარბერგის წვლილს - სწორედ მისი შუამავლობით იქნა გამოშვებული რამოდენიმე ქართველი და ოსი პატიმარი; მან ასევე მიავლინა ორი ექსპერტი, რათა დააკვირდნენ საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ გამოძიებას 2008 წლიდან დაკარგული რამოდენიმე ოსის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით.

”მონაწილეებმა ასევე მიმოიხილეს ყველა დაკავებულის გათავისუფლების საკითხი და შეთანხმდნენ, რომ იმგვარი გადაწყვეტილება, რომელიც ყველას გათავისუფლებით დასრულდება, შემდგომი პოზიტიური მოვლენა იქნება,” - განაცხადეს თანათავმჯდომარეებმა.

29 და 30 მარტს თბილისმა ექვსი პიროვნება გაათავისუფლა - სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოთხი მკვიდრი და რუსეთის ორი მოქალაქე ჩრდილოეთ ოსეთიდან.      

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15