Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ზვიად ძიძიგური ეროვნული საბჭოს მერობის კანდიდატად გამოცხადდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 აპრ.'10 / 14:54

ეროვნულმა საბჭომ ორ პრეტენდენტს შორის კონსერვატიული პარტიის ლიდერი ზვიად ძიძიგური თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა, ხოლო დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კობა დავითაშვილის გახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულმა საბჭომ დღეს, ვერის საკალათბურთო დარბაზში შეკრებისას გამოაცხადა იმ სოციოლოგიურ კვლევაზე დაყრდნობით, რომელიც 6-8 აპრილს ჩაატარა.

შედეგების მიხედვით, თბილისში გამოკითხული 12 ათასი ამომრჩევლიდან მერობის კანდიდატად 51.9%-მა ზვიად ძიძიგურს, ხოლო 48,1%-მა კობა დავითაშვილს დაუჭირა მხარი.

”პრაიმერის” გზით გამოვლინდა ასევე თბილისის 25 მაჟორიტარულ ოლქში ეროვნული საბჭოს საკრებულოს წევრობის კანდიდატების უმრავლესობა.

შედეგების მიხედვით, თბილისის 11 ოლქში კონსერვატიული პარტიის კანდიდატები იყრიან კენჭს, 5 ოლქში  - ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის კანდიდატები, 4 ოლქში ხალხის პარტიის კანდიდატები, 1 ოლქში პოლიტიკური გაერთიანება მამულიშვილის და 1 ოლქშიც ქრისტიანული საქართველოს კანდიდატები. დარჩენილ სამ ოლქში მაჟორიტარული პრაიმერის მეორე ტური იგეგმება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22