Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებას დიპლომატიურ გარღვევას უწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 მაი.'10 / 11:40

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით,  ბრაზილიის და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომ ირანმა დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანის დიდი ნაწილი თურქეთში გააგზავნოს ირანის ბირთვული რეაქტორისთვის ბირთვული საწვავის მიღების სანაცვლოდ ”დიპლომატიური გამარჯვება” და რეგიონის პატარა ქვეყნებისთვის ”გადარჩენის საკითხია”.  

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება 17 მაისს ბათუმში გააკეთა, სადაც მან თურქეთის პრემიერ-მინისტრს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს უმასპინძლა. ერდოღანი ბათუმში ორშაბათს საღამოს ჩავიდა მას შემდეგ, რაც თეირანში და ბაქოში მოლაპარაკებები გამართა.

სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრის წვლილი ირანის ბირთვულ პროგრამაში შეაფასა ”დიპლომატიურ გმირობად”, რომელიც ”ისტორიაში შევა”.

”ჩვენ ძალიან ვნერვიულობდით, იმის თაობაზე, მოასწრებდა თუ არა ბატონი ერდოღანი დღეს აქ ჩამოსვლას. თითოეული ჩვენგანის ბედი დამოკიდებულია რა მოხდება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო,” - განაცხადა სააკაშვილმა.

”პატარა ქვეყნებისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლისა და გადარჩენის საკითხია. წლების მანძილზე ეს უიმედო სიტუაცია იყო. დღეს ბრაზილიის პრეზიდენტმა [ლუის ინასიო ლულა და სილვა] - რომელმაც მოკითხვა გადმომცა და მეც გადავეცი - და პრემიერ-მინისტრი ერდოღანი, რომელიც იძახდა მთელი ამ თვეების განმავლობაში, რომ ირანთან მოლაპარაკების შანსი არის, მაგრამ მისი არ სჯეროდათ, ჩავიდნენ თეირანში და ირანის ბირთვული პროგრამასთან დაკავშირებით ვითარება შემოაბრუნეს,” - განაცხადა პრეზიდენტმა. 

”ეს ნამდვილი დიპლომატიური გარღვევა და დიდი დიპლომატიური გამარჯვებაა ირანისთვის, ევროპისთვის, ამერიკისთვის, მსოფლიოსთვის და მთელი რეგიონისთვის, თურქეთისთვის და, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის... ეს არის მშვიდობა ირანისთვის და მთელი რეგიონისთვის და მათ შორის საქართველოსთვის,” - დასძინა სააკაშვილმა.

ინგლისურენოვანი Tehran Times იტყობინებოდა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი თბილისში დაპატიჟა. ამავე ინფორმაციით, მოწვევა 14 მაისს გაკეთდა, როდესაც ირანის ახალმა ელჩმა თბილისში მაჯიდ საბერმა პრეზიდენტ სააკაშვილს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10