Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალის ცნობით, მამისონზე რუსული სასაზღვრო პოსტია განლაგებული
სივილ ჯორჯია, თბილისი / 19 მაი.'10 / 16:09

მამისონის უღელტეხილზე მდებარე მეტეოსადგურის შენობაში რუსი მესაზღვრეების პოსტია განლაგებული და იქ რუსული დროშა ფრიალებს, იტყობინება სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ოფიციალური ვებ-გვერდი.

ამავე ცნობით, აღნიშნული ჟურნალისტებს 18 მაისს, სეპარატისტული რეგიონის ”საზღვრისპირა” ტერიტორიების საჰაერო პარტულირებისას ანახეს, რომელიც რუსმა და ოსმა მესაზღვრეებმა ერთობლივად განახორციელეს სოფელ სინაგურის [ადმინისტრაციულად საჩხერის რაიონს ესაზღვრება], მამისონისა და ახალგორის რაიონის მიმართულებით.

ცოტა ხნის წინ ქართულმა ოპოზიციურმა პარტიებმა - ალიანსი საქართველოდან ახალი მემარჯვენეების და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წარმომადგენლებმა ხელახლა დაადანაშაულეს ხელისუფლება მამისონის უღელტეხილის რუსის მესაზღვრეებისთვის დათმობის გამო. თუმცა ხელისუფლებამ უარყო ეს ბრალდებები და განაცხადა, რომ მართალია რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მამისონის უღელტეხილზე ქართველი მესაზღვრეები არ იდგნენ, მაგრამ ამ ტერიტორიებს არც რუსები არ აკონტროლებდნენ.

პირველად ხელისუფლების მისამართით ბრალდებები მამისონიდან ქართველი მესაზღვრეების რამდენიმე კილომეტრით საქართველოს სიღრმეში გადმოწევის შესახებ შარშან ივნისში  მას შემდეგ გაისმა, რაც ამ ტერიტორიებთან დამაკავშირებელი ხიდის აფეთქების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. მაშინაც ხელისუფლებამ უარყო ოპოზიციის ბრალდებები და განაცხადა, რომ ქართველი მესაზღვრეები სრულად აკონტროლებდნენ რუსეთ-საქართველოს საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთს. 

ტრადიციულად, ქართველი მესაზღვრეები მამისონის უღელტეხილთან მდებარე სასაზღვრო ტერიტორიებზე სეზონურად პატრულირებდნენ და ტერიტორიას გვიან შემოდგომაზე და ზამთარში ტოვებდნენ, როდესაც კავკასიონზე უღელტეხილები დიდთოვლობის გამო ბუნებრივად იკეტება. ქართველი მესაზღვრეები მამისონთან ახლოს, ბაზად ყოფილი მეტეოსადგურის შენობას იყენებდნენ.

მამისონის უღელტეხილი ადმინისტრაციულად სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ნაწილი იყო, რომელიც მისი ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე მდებარეობდა. თუმცა ავტონომიური ოლქის გაუქმების შემდეგ ადმინისტრაციულად ეს ადგილები ონის რაიონს ეკუთვნის. ახალგორის რაიონის მსგავსად, რომელიც ასევე იყო ყოფილი ავტონომიური ოლქის ნაწილი და მასზე კონტროლი აგვისტოს ომის შედეგად სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ჯგუფებმა რუსული ძალების დახმარებით დაამყარეს, მამისონს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება არასოდეს აკონტროლებდა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12