30 მაისის ადგილობრივ არჩევნებში სულ 1 740 652 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და ამომრჩეველთა აქტივობამ 49% შეადგინა, განაცხადა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო).
თბილისში საარჩევნო უბნებზე 457 851 ანუ დედაქალაქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა (981 505)
46.64% მივიდა.
თუმცა თავდაპირველ განცხადებაში, ცესკომ 20 საათის უფრო მაღალი აქტივობის მონაცემები გამოაქვეყნა (მთელი საქართველოს მასშტაბით 51%, თბილისში - 51.5%), განაცხადა, რა რომ ეს მონაცემები შესაძლოა მცირედით შეცვლილიყო. შემდეგ, აქტივობის ოფიციალური მონაცემი 49%-მდე დაეცა.