Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სუბარმა ალიანსი საქართველოსთვის დატოვა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 31 მაი.'10 / 20:41

ყოფილმა სახალხო დამცველმა და ალიანსი საქართველოსთვის თანათავმჯდომარემ სოზარ სუბარმა დღეს განაცხადა, რომ მან ”ალიანსის” რიგები დატოვა და ყოფილი თანაგუნდელები გააკრიტიკა იმის გამო, რომ გამარჯვების შანსი იქნა ხელიდან გაშვებული. 

მან ტელეკომპანია ”იმედთან” სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ერთი თვით ადრე მიიღო, როცა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატის რანგში, თუმცა ამ დრომდე განცხადება არ გაუკეთებია, რადგან ”არ მინდოდა ზიანი მიმეყენებინა ამ ამბის გახმაურებით ”ალიანსის” საარჩევნო პროცესისთვის”.

”მე ამას ვინახავდი არჩევნების შემდეგ,”- განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება ცნობილი იყო ყოფილი თანაგუნდელებისთვის, რომლებთან ალიანსშიც გასული სექტემბრიდან იმყოფებოდა.  

მან ასევე განაცხადა, რომ ”ალიანსს” ჰქონდა გამარჯვების მაღალი შანსი, თუმცა ”ჩვენ ეს არ გამოვიყენეთ”.

”ალიანსი” არ შექმნილა იმისთვის, რომ ჩვენ მოგვეგო გიორგი ლაღიძისთვის ან მეტი ქულა მოგვეგროვებინა, ვთქვათ, ზვიად ძიძიგურზე,”- განაცხადა მან, ”ალიანსის” მიზანი იყო, რომ შეგვეცვალა ხელისუფლება და ეს ჩანდა ბოლო-ბოლო ალიანსის სლოგანშიც და ალიანსს სხვანაირი მოქმედებები სჭირდებოდა, მაგრამ რადგან ჩვენი ხედვა ამაში არ დაემთხვა, მე უბრალოდ მაინც გადავწყვიტე თავი შემეკავებინა ალიანსიდან წამოსვლის გადაწყვეტილების გახმაურებაზე არჩევნებამდე”.

ირაკლი ალასანიამ, ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა კომენტარი გააკეთა სუბარის გადაწყვეტილებაზე და განაცხადა, რომ ”სოზარმა თავისი გზა აირჩია”. 

”არიან ადამიანები, ვინც გამარჯვების რწმენას პირველივე დაბრკოლებისთანავე კარგავენ, ნამდვილ მეომრებს კი ყველა წინაღობა უფრო აძლიერებს,”- განუცხადა ალასანიამ ”იმედს”, ”მე პირადად არასოდეს არ ვყოფილვარ გარანტირებული გამარჯვების გეგმის ნაწილი, ყველა რთულ ვითარებაშიც კი გამარჯვება საკუთარი ხელით და თანამებრძოლების მხარდაჭერით მომიპოვებია და ასე ვაპირებ, რომ გავაგრძელო”. 

ალასანიამ, რომელმაც თბილისის მერის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა, განაცხადა, რომ აქცენტს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებაზე გააკეთებს.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13