საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე უკრაინას ოფიციალური ვიზიტით 10-11 ივნისს ეწვევა, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.
თუმცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ვიზიტი სამუშაო ხასიათს ატარებს.
ვიზიტის ფარგლებში ვაშაძე თავის უკრაინელ კოლეგას კონსტანტინე გრიშენკოს შეხვდება და ”საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრს და რეგიონალური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს” განიხილავს.
საქართველოს საგარეო უწყება ასევე იტყობინება, რომ დაგეგმილია საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერა.