Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მაიკლ მაკფოლი: ობამა–მედვედევის შეხვედრაზე საქართველოს თემაც განიხილება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ივნ.'10 / 11:21

ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის უთანხმოება საქართველოზე გრძელდება და ეს საკითხი კვლავ დადგება 24 ივნისს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, განაცხადა აშშ–ის პრეზიდენტის სპეციალურმა თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის და ევრაზიის საკითხებში უფროსმა დირექტორმა მაიკლ მაკფოლმა 22 ივნისს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მათ [რუსების] მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია არალეგიტიმურია... და ჩვენ ამ საკითხს აუცილებლად განვიხილავთ,“ – განუცხადა მან.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ვაშინგტონი კვლავაც მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს და ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის ევროპელი მოკავშირეების, მათ შორის საქართველოს, უსაფრთხოება გაიზარდა ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკის შედეგად, რომელიც რუსეთთან "გადატვირთვას“ ითვალისწინებს.

„ჩვენ საქართველოს მთავრობასთან ძლიერი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ საქართველოსთან ძალიან ძლიერი დახმარების პროგრამა გვაქვს – ეს დახმარება ერთ სულ მოსახლეზე გათვლით ერთ–ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში... ჩვენ გრძელვადიანი მიზანი გვაქვს, რომ შევეცადოთ დავასრულოთ რუსეთის მიერ იმ ორი ტერიტორიის ოკუპაცია [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის]. ეს ჩვენი მიზანია,“ – განაცხადა მაკფოლმა.

„არის საქართველო და დანარჩენი ევროპა დღეს უფრო უსაფრთხო, ვიდრე მანამდე როდესაც ჩვენ [ობამას ადმინისტრაცია] აქ [თეთრ სახლში] მოვიდოდით? მიმაჩნია, რომ ჩვენი პასუხია ‘დიახ’,” – განაცხადა მან.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის მოადგილემ ბენ როუდსმა, რომელიც ობამას საგარეო პოლიტიკურ თემებზე ე.წ. სფიჩრაითერია, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს და მოსკოვს უთანხმოებები აქვთ რამოდენიმე საკითხზე, "ჩვენ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ისეთ საკითხებზე სადაც ორმხრივი ინტერესი გვაქვს“.

„და რა თქმა უნდა, ამის მეორე მხარე ის არის, რომ  მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთანამშრომლობთ ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხებზე, ჩვენ არც უთანხმოებები უნდა დავმალოთ,“ – განაცხადა როდესმა.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25