Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მედვედევი სააკაშვილთან ურთიერთობების შანსს ვერ ხედავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 ივნ.'10 / 11:40

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ იგი დაწრმუნებულია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ამჟამად არსებული "დრამატულად ცუდი“ ურთიერთობები ერთ დღეს "ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება“.

"ეს მხოლოდ დროის საკითხია,“ – განაცხადა მან აშშ–ის სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას.

"ვერ ვხედავ რაიმე შანსს, რომ ამის გაკეთება შესაძლებელი იყოს საქართველოს ახლანდელ პრეზიდენტთან, რადგანაც მიმაჩნია, რომ ის ცუდად მოიქცა; იურიდიული ენით რომ ვთქვათ, მან დანაშაული ჩაიდინა. მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ქართველი ხალხის წინაშე,“ – განაცხადა მედვედევმა და დასძინა, რომ მოსკოვს უნდა დაეცვა საკუთარი "ინტერესები და მოქალაქეები“ მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველომ ცხინვალს შეუტია.   

"როგორც კი საქართველოს ეყოლება ახალი ხელმძღვანელობა, ჩვენ ყველა შესაძლებლობა გვექნება, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები,“ – განაცხადა მან.

"ძალიან მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები საქართელოსთან ნორმალურ კალაპოტში დაბრუნდეს და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. უბრალოდ, მეზობლებს შორის სხვა შესაძლებლობები არ არსებობს... ჩვენი საუკუნეები ვცხოვრობდით ერთად და ყოველთვის ძალიან კეთილმეზობლური ურთიერთობები გვქონდა და იყო პერიოდი, როდესაც ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით,“ – განაცხადა მედვედევმა, რომელიც 24 ივნისს პრეზიდენტ ობამას შეხვდება ვაშინგტონში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18