Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ობამა–მედვედევის შეხვედრის შესახებ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 ივნ.'10 / 15:15

პრეზიდენტმა სააკაშვილმა "ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდა აშშ–ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ტერმინ "ოკუპაციის“ გამოყენებას და იმედი გამოთქვა, ამერიკულ–რუსული მაღალი დონის დიალოგში ვაშინგტონის "პრინციპული“ პოზიცია საქართველოზე "სასურველ შედეგებს“ მოიტანს.

24 ივნისს აშშ–სა და რუსეთის პრეზიდენტებმა ბარაქ ობამამ და დიმიტრი მედვედევმა ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შედეგად განაცხადეს, რომ მათ შორის არსებულ "გადატვირთვის“ პოლიტიკაში საქართველო კვლავ უთანხმოების წყაროდ რჩება. თეთრმა სახლმა 24 ივნისს გამოქვეყნებულ პოზიციაში ასევე აღნიშნა: "ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს დაასრულოს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, ოკუპაცია და პარალელურად ვმუშაობთ რუსეთის მთავრობასთან, რათა აღიკვეთოს შემდგომი სამხედრო ესკალაცია რეგიონში“.

“პირველად ასეთ დონეზე ოფიციალურად ამერიკის პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ მოიხსენიეს რუსეთის ჯარების ყოფნა საქართველოში, როგორც ოკუპაცია და ჩვენი რეგიონები, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონები,“– განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 25 ივნისს.

“ჩვენ უკვე ორი წელია ვმუშაობთ იმაზე, თითქმის, რომ ეს ტერმინი დამკვიდრდეს საერთაშორისო პრაქტიკაში. ეს არ არის ადვილი ამოცანა, არ იყო ადვილი ამოცანა იმიტომ, რომ ოკუპაცია ტერმინი ნიშნავს სრულიად კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს და ძალიან იშვიათად ყოფილა ისტორიულად გამოყენებული საერთაშორისო პრაქტიკაში, ისევე როგორც იშვიათია ასეთი თავზეხელაღებული ქმედება, რომელსაც რუსეთი ახორციელებს საქართველოში“.

“ჩვენ ასევე მუდმივ კონსულტაციებში ვიმყოფებოდით ჩვენ ამერიკელ პარტნიორებთან ბოლო თვეების განმავლობაში, მათ შორის ამ საკითხზე. და ჩვენ მივესალმებით, რომ გუშინ მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება იმას, თუ რა ხდება საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი,“– განაცხადა მან.  "ამიერიდან თუკი ვლაპარაკობთ სამართლებრივ პოლიტიკურ შეფასებაზე, ყველაზე მაღალ საერთაშორისო დონეზე ზუსტად არის ჩამოყალიბებული, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ოკუპაციასთან და რუსეთის ჯარები საქართველოში წარმოადგენენ ოკუპანტებს“.

“ყველანაირი ოკუპაცია არის დროებითი და ყველანაირ ოკუპანტს ადრე თუ გვიან მოუწევს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება,“– აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე მიესალმა აშშ–სა და რუსეთს შორის არსებულ დიალოგს. 

„ამავე დროს, ჩვენ მივესალმებით დიალოგის წარმართვას რუსეთსა და ამერიკას შორის. ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტ ობამას არსებულ კურსს ამ მიმართულებით. ის რომ ამ დიალოგის პირობებში ამერიკა რჩება თავის პრინციპულ პოზიციებზე და ეფუძნება იმ ფასეულობებს, რომელიც გააჩნია ამერიკას, ეს არის ჩვენთვის საწინდარი იმისა, რომ ეს დიალოგი მოიტანს სასურველ შედეგებს ყველასათვის, მათ შორის იმ 500 ათასი ჩვენი მოქალაქისათვის, რომელიც ვერ ბრუნდება საკუთარ სახლებში. თითქმის 500 ათას ადამიანზეა საუბარი,“– განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების „ფართომასშტაბიანი“ ნორმალიზების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

ამერიკაში ვიზიტის დროს დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საქართველოსთან „დრამატულად ცუდი“ ურთიერთობების გამოსწორება „მხოლოდ დროის საკითხია“, თუმცა ვერ ხედავს შანსს, რომ „ამის გაკეთება შესაძლებელი იყოს საქართველოს ახლანდელ პრეზიდენტთან“. "როგორც კი საქართველოს ეყოლება ახალი ხელმძღვანელობა, ჩვენ ყველა შესაძლებლობა გვექნება, რომ აღვადგინოთ ურთიერთობები,“ – განაცხადა მედვედევმა აშშ–ის სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას.

“ჩვენის მხრივ, მიუხედავად ყველანაირი მუქარით აღსავსე ტონის და რიტორიკისა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან, საქართველო ყოველთვის იყო, არის და იქნება მომავალშიც მზად აწარმოოს დიალოგი რუსეთთან თითქმის 500 ათასი თავის სახლებიდან გამოდევნილი ჩვენი მოქალაქეების, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომავლობის თავის სახლებში დაბრუნების თაობაზე და დეოკუპაციის თაობაზე და სრულფასოვანი, ფართომასშტაბიანი ყველა მიმართულებით ნორმალიზაციის თაობაზე ორმხრივი ურთიერთობების,“– განაცხადა სააკაშვილმა 25 ივნისს.

“საქართველოს არ დაუწყია კონფრონტაცია რუსეთთან და საქართველო არ არის დაინტერესებული კონფრონტაციის გაგრძელებაში, რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა თავის მხრივ პატივი უნდა სცეს ჩვენს საზღვრებს, ქართველი ხალხის არჩევანს და ჩვენ მრავალეთნიკურ საზოგადოებას და საშუალება მისცეს ყველა ეთნიკური წარმომავლობის  დევნილებს დაბრუნდეს სახლში და საქართველოს ტერიტორია დატოვოს მისმა საოკუპაციო ძალებმა და ჯარებმა.,“– აღნიშნა მან, „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ტერმინი „საოკუპაციო“ ეს არ არის ჩემი ტერმინი უკვე, ეს არის საერთაშორისოდ დამკვიდრებული ტერმინი, განსაკუთრებით, გუშინდელი დღის შემდეგ“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28