Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი კიევში იანუკოვიჩს შეხვდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 ივლ.'10 / 12:42

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში თავის კოლეგას ვიქტორ იუნუკოვიჩს შეხვდა და 60 წლის იუბილე მიულოცა, იტყობინება სააკაშვილის პრესსამსახური 9 ივლისს.

“უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას, რომელიც გულთბილ, მეგობრულ ვითარებაში გაიმართა, პრეზიდენტებმა უკრაინა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობის საკითხები განიხილეს,“– ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ამავე ცნობით, შეხვედრა უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა.

იმავდროულად, რუსული საინფორმაციო პორტალი Lifenews.ru უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ანა გერმანის ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სააკაშვილის კიევში ჩასვლის შესახებ იანუკოვიჩის ადმინისტრაციამ "თითქმის შემთხვევით“ გაიგო, რადგან ქართველი კოლეგა დღესასწაულზე დაპატიჟებული არ ყოფილა.

“არა მგონია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი ეთიკური ნორმების შეუსაბამოდ მოიქცევა. მითუმეტეს, რომ უკრაინა ძალიან სტუმართმოყვარე ქვეყანაა და აქ სტუმრების გაგდება მიღებული არ არის,“– განუცხადა ანა გერმანმა Life News–ს.

პრეზიდენტ იანუკოვიჩის ოფიციალურ ვებ–გვერდზე მისი ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10