Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბათუმში ევროკავშირი–საქართველოს ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გაიმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ივლ.'10 / 11:19

საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელი, კეტრინ ეშტონი, რომელიც 15 ივლისს საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს, ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ოფიციალურად გახსნის ევროკავშირი–საქართველოს ასოცირებულ შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს.

"საქართველოს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ ევროკავშირი კვლავ აღმოუჩენს მხარდაჭერას დემოკრატიის განვითარებაში, კანონის უზენაესობაში და მმართველობაში, კერძოდ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში,“ – ნათქვამია ეშტონის განცხადებაში, რომელიც მის ვიზიტამდე გაკეთდა.

ვიზიტის ფარგლებში იგი ასევე შეხვედება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვევა. 16 ივლისს იგი მოინახულებს სეპარატისტული რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებთან მდებარე დასახლებებს. 

"ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მივესალმებით მის მზადყოფნას მხოლოდ მშვიდობიანი გზით და დიპლომატიური მცდელობებით მოაგვაროს კონფლიქტები,“ – განაცხადა ეშტონმა.

"მოვუწოდებთ საქართველოს კონფლიქტის რეგიონების მოსახლეობასთან ჩართულობისკენ ცოტა ხნის წინ მიღებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად და დაზარალებული მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. ევროკავშირი კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული კონფლიქტის მოგვარების მცდელობებში მის ხელთ არსებული მექანიზმების გამოყენებით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სტაბილურობის აუცილებელ ფაქტორად რჩება“.

საქართველოს პარალელურად, ევროკავშირი ასევე იწყებს ასოცირებულ შეთახმებაზე მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან (16 ივლისს) და სომხეთთან (19 ივლისს). ასოცირებული შეთანხმების მიზანია პოლიტიკური სიახლოვის მიღწევა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ სახელმწიფოს შორის. ევროკავშირი უკვე აწარმოებს ანალოგიურ შეთანხმებებზე მოლაპარაკებებს უკრაინასა და მოლდოვასთან.

15 ივლისს საქართველო–ევროკავშირის ასოცირებულ შეთანხმებაზე პირველ პლენარულ სხდომას ევროკავშირის გენერალური დირექტორის მოადგილე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ჰიუ მინგარელი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე თორნიკე გორდაძე წარუძღვებიან.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10