Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში ბელარუსს აქებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 ივლ.'10 / 18:23

საქართველოს "უზარმაზარი, უზარმაზარი სიმპათია აქვს ბელარუსი ხალხის მიმართ“ და თბილისი ყოველთვის სარგებლობდა მინსკის მხარდაჭერით, როცა კი ეს სჭირდებოდა, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ინტერვიუში, რომელიც ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ 15 ივლისს გადასცა.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ დსთ–ში საქართველოს წევრობის დროს და შემდგომ პერიოდშიც, “როდესაც ერთმანეთის მხარდაჭერა იყო საჭირო, ბელარუსი ყოველთვის უჭერდა მხარს [საქართელოს].“

მისი თქმით, მას შემდეგ რაც რუსეთმა საქართველოს ძირითადად საექპორტო პროდუქციაზე ემბარგო დააწესა, 2006 წლის ნოემბერში დსთ–ს სამიტზე მინსკში ლიდერებს ქართული ღვინით და მინერალური წყლებით უმასპინძლებოდნენ. "სხვათაშორის, რუსეთის ლიდერებიც სვავდნენ ჩვენ ღვინოს [სამიტზე],“ – დასძინა სააკაშვილმა.   
  
სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბევრ ადამიანს ურჩევნია საქართველოდან სხვადასხვა მიმართულებით მინსკის გავლით გაფრინდნენ არა იმიტომ, რომ ეს გზა ყველაზე იაფია, არამედ იმიტომ რომ "მარტივი პროცედურებია და კარგად განწყობილი მებაჟეები არიან“ ბელარუსში. "ზოგადი კლიმატი გიზიდავს [ბელარუსში],“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ განაგრძობს "ბელარუსზე ზეწოლას“, რათა მან აღიაროს "ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები – როგორც ახლა მსოფლიოში მოიხსენიებენ“ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს.

"ვფიქრობ, ბელარუსი ბრძნულად მოიქცევა,“ – დასძინა სააკაშვილმა.

რუსეთსა და მის ხელმძღვანელობაზე საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ "რთულია იმის გაგება, თუ რა უნდათ მათ“.

"ყოველთვის, როდესაც რაღაცას ვთმობდით, მათ უფრო და უფრო მეტი უნდოდათ,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ მოსკოვი თბილისს არჩევანს სთავაზობდა "ცუდს და უარესს“ შორის, რაზეც საქართველომ უარი განაცხადა.

რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარემ ბორის გრიზლოვმა ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ სააკაშვილთან ინტერვიუს გაშვება რუსეთისადმი ბელარუსის "არამეგობრულ ნაბიჯად“ შეაფასა.

რუსეთის ინგლისურენოვანმა სატელიტურმა არხმა Russia Today–მ ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ სააკაშვილის ინტერვიუს გაშვება შეაფასა, როგორც "კეთილი ნების ჟესტი თბილისის მიმართ“ და "მოსკოვის გაღიზიანების საშუალება“. 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12