Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მმართველ პარტიას საარჩევნო კოდექსე მომუშავე ჯგუფის მუშაობის აღდგენა სურს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 ივლ.'10 / 17:44

მმართველმა პარტიამ 21 ივლისს საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ინტერპარტიული ჯგუფის მუშაობის განახლებისკენ მოუწოდა, რათა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ „საარჩევნო გარემო კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.“

ინტერპარტიული ჯგუფი აშშ–ს ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ხელშეწყობით 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ მუშაობდა. მართალია ჯგუფმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პაკეტი მოამზადა, მაგრამ რამოდენიმე ძირითად საკითხზე შეთანხმება ვერ მოხდა.

„ჩვენ მზად ვართ და გვსურს გავაგრძელოთ საარჩევნო რეფორმა; მზად ვართ და გვსურს გავაგრძელოთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და შეცვლა ისე, რომ მომავალი არჩევნები ჩატარდეს კიდევ უფრო უკეთესად, ვიდრე ეს იყო 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები,“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 21 ივლისს.

მან ეს განცხადება ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუცის წარმომადგენელთან საქართველოში ლუი ნავაროსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ნავაროს თქმით, ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი მზად არის განაგრძოს სამუშაო ჯგუფის ხელშეწყობა.     

„ამ ინიციატივის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პოლიტიკური სპექტრი, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ასევე ოპოზიცია ჩაერთოს ამ პროცესში,“ – განაცხადა მან.

დავით ბაქრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ინტერპარტიული ჯგუფი მუშაობას სავარაუდოდ სექტემბრიდან შეუდგება და დასძინა, რომ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში არაუგვიანეს 2011 წლის დასასრულისა უნდა მომზადდეს.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
53