Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტის რეზიდენციის წინ დევნილთა და გარე მოვაჭრეთა აქცია გაიმართა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 აგვ.'10 / 17:39

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციის წინ 12 აგვისტოს დევნილთა საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელთა შორის ასევე იყვნენ ამიერკავკასიაში რუსეთის სამხედრო დაჯგუფების ყოფილი შტაბის შენობიდან გუშინ გამოსახლებული დევნილებიც.

აქციაში ასევე მიიღეს მონაწილეობა გარე მოვაჭრეებმა, რომლებიც ქუჩის ვაჭრობის აკრძალვას აპროტესტებდნენ.

მოვაჭრეებს შორის ბევრი დევნილია, რომელთა შემოსავლის ძირითად წყაროსაც სწორედ გარე ვაჭრობა წარმოადგენს. ისინი გადასახადს არ იხდიან და ამიტომაც ეწინააღმდეგებიან თბილისის მერიის წინადადებას კეთილმოწყობილ ბაზრებში განაგრძონ საქმიანობა. ისინი ასევე სკეპტიკურად უყურებენ მერიის შეთავაზებას, რომ წლის ბოლომდე ბაზრებში არსებულ გადასახადებს მათ მაგივრად დედაქალაქის ბიუჯეტი გადაიხდის. თბილისში გარე ვაჭრობა რამდენიმე წლის წინ აიკრძალა –  თავდაპირველად ადგილობრივი ხელისუფლება შეეცადა ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას, თუმცა მოგვიანებით ეს მიდგომა შეიცვალა და გარე მოვაჭრეებს ქუჩაში ვაჭრობის გაგრძელების უფლება მიეცათ.

12 აგვისტოს საპროტესტო აქცია, წინა დღეებში გამართული რამოდენიმე სხვა აქციის მსგავსად, კონსერვატიული პარტიის აქტივისტის ლაშა ჩხარტიშვილის ორგანიზებით გაიმართა. მისი თქმით, აქციები პრეზიდენტის რეზიდენციის წინ ყოველ ხუთშაბათს გაიმართება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
53