Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან კავშირების შენარჩუნების საჭიროებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 აგვ.'10 / 18:43

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 16 აგვისტოს განაცხადა, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ძველი კავშირების შენარჩუნება საჭიროა არსებული პოლიტიკური "პერიპეტიების“ მიუხედავად.

“ჩვენ ძალიან გვიყვარს ბელორუსები, მოლდაველები, უკრაინელებიც, სომხებიც, აზერბაიჯანელებიც, რუსებიც და ყველა სხვა ხალხი, რომლებიც ცხოვრობდნენ ყოფილ საბჭოთა კავშირში. და როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური პერიპეტიები, როგორიც არ უნდა იყოს პირობები –  და პირობები, სამწუხაროდ, ძალიან კონკრეტული – ჩვენ მაინც უნდა გადავლახოთ ისინი,“– განაცხადა მან. 

“მსოფლიო ფართოვდება ჩვენთვის და ჩვენ ვიძენთ ახალ მეგობრებს, ახალ ნაცნობებს... მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ძველი მეგობრები, რადგან ძველი მეგობრები არიან გამოცდილი მეგობრები. ჩვენ ძალიან, ძალიან ბევრი გვაკავშირებს,“– აღნიშნა სააკაშვილმა, "ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ძველი კავშირები“.

მან ეს განცხადებები რუსულ ენაზე ანაკლიის პატრიოტთა ბანაკში მოლდავეთის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელთან,  მიჰაი გიმპუსთან ერთად სტუმრობისას გააკეთა. ანაკლიაში სააკაშვილი და გიმპუ ბანაკში დამსვენებელ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ მოლდაველ და ასევე იქ მყოფ ბელარუსს ახალგაზრდებს შეხვდნენ.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს "ბრწყინვალე ურთიერთობები“ აკავშირებს ბელარუსთან, ხოლო მოლდოვას და საქართველოს ერთნაირი პრობლემები და მსგავსი ეკონომიკური სიტუაცია აქვთ. 

“ჩვენ თავისუფალი ქვეყნები ვართ, სრულად თავისუფლები არ ვართ ტერიტორიულად, რადგან ჩვენი ტერიტორიის ნაწილი ისევ იმყოფება ძველ საბჭოთა ზოოპარკში, მაგრამ ჩვენი ქვეყნების [საქართველო და მოლდოვა] დიდი ნაწილი ტერიტორიულად თავისუფალია – ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს იმედი და ეს იმედი ჩვენს ხელთაა,“– აღნიშნა მან.

მისი თქმით, „დიდი ბენიერებაა“, რომ „როგორც იქნა“ მოლდოვა დადგა კურსს ამ პრობლემების გადასალახად. 

სააკაშვილმა ანაკლიის სიახლოვეს, აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებულ გამყოფ კედელზეც ისაუბრა, რომლის მიღმაც რუსული ტანკები და რაკეტებია, რომლებიც „ისროდნენ არცთუ ისე ძალიან ადრე“.

"თუ კაცობრიობამ ვერ ისწავლა 21–ე საუკუნეში, რომ არ აშენონ კედლები პლიაჟზე და არ გაამაგრონ ისინი ტანკებითა და რაკეტებით, მაშინ მას არაფერი უსწავლია,“– აღნიშნა მან და აქვე დასძინა, „ადამიანებს კედლები და მავთულხლართები არ უნდა ყოფდნენ“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39