Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა პარასკევს იგეგმება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 სექ.'10 / 19:08

პარასკევს პარლამენტის სესიის რიგგარეშე სხდომა იქნება მოწვეული და კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავს, განაცხადა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა 22 სექტემბერს.

მან დაადასტურა, რომ ამ ეტაპისთვის არ არსებობს საბოლოო ტექსტი, რომელზეც პარლამენტარებს მოუწევთ პლენარულ სხდომაზე მსჯელობა.

როგორც პავლე კუბლაშვილმა Civil.ge-ს განუმარტა, საბოლოო ტექსტი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც 23 სექტემბერს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განიხილავს პროექტს და გადაწყვეტს მასში ცვლილებების შეტანას, მათ შორის იმ გადაწყვეტილებების შესაბამისად, რომელიც  საერთო–სახალხო განხილვისათვის შექმნილმა საორგანიზაციო კომისიამ შემაჯამებელ სხდომაზე მიიღო.

მისი თქმით, პროექტის საბოლოო დამტიკიცების ვადებს თავად პარლამენტი გადაწყვეტს.

კითხვაზე დაელოდება თუ არა პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას, რომლის გამოქვეყნებაც ოქტომბერს შუა რიცხვებში იგეგმება, კუბლაშვილმა განაცხადა: „არა, მე ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა უკვე დევს ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან დიდი ნაწილი მათი შენიშვნებისა გათვალისწინებული გვაქვს, რაც თავადვე დაადასტურეს აქ ვიზიტის დროსაც“.

ვენეციის კომისიის დელეგაციამ გასულ კვირას თბილისში ვიზიტის ფარგლებში განაცხადა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ პირველი მოსმენით კანონპროექტის მიღების შემთხვევაშიც კი, შესაძლებელი იქნებოდა კომისიის საბოლოო დასკვნაში შეტანილი რეკომენდაციების გათვალისწინება მის საბოლოო დამტკიცებამდე.

პავლე კუბლაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ცვლილებები არ შეეხება მთავრობისთვის უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმის გამოცხადების ვადებსა და ხმათა 3/5–ით ამ გადაწყვეტილების მიღების პროცედურას. ამ წესების ცვლილების რეკომენდაციით  ვენეციის კომისია, ასევე ქართველი ექსპერტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გამოდიან.

მისი თქმით, ასევე არ შეიცვლება კონსტიტუციური პროექტის ამოქმედების ვადა – 2013 წელი, როცა მიხეილ სააკაშვილს მეორე და საბოლოო საპრეზიდენტო ვადა ეწურება.

ეს განცხადებები იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ 22 სექტემბერს ფონდ „ღია საზოგადოება–საქართველოს“ მიერ ორგანიზებული შეხვედრის ფარგლებში გააკეთა, სადაც კონსტიტუციური პროექტის შესახებ  პატიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტული წრეების წარმომადგენლები მსჯელობდნენ.

შეხვედრაზე ხელისუფლებას მოუწოდეს არ ეჩქარა და "ერთი–ორი თვით მაინც“ გადაედო კონსტიტუციური ცვლილებების საპარლამენტო განხილვები, ვინაიდან, მათი თქმით, აგვისტოში ჩატარებულ დისკუსიებს საჯაროობა აკლდა, ახალი პროექტი კი დასახვეწად  მეტ დებატებს საჭიროებს, მათ შორის სატელევიზიო ეთერების მეშვეობით, რასაც ზაფხულის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია.

ექსპერტების მოსაზრებით, წარმოდგენილი რედაქციით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ლეგიტიმაციას გაუკეთებს სამოქალაქო დაპირისპირებას, რადგან პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირების რისკებს მოიცავს. მათივე განცხადებით, აუცილებელია, რომ მთავრობისათვის ნდობისა და უნდობლობის გამოცხადება დეპუტატთა ერთი და იგივე ხმათა რაოდენობით წყდებოდეს.

წარმოდგენილ პროექტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა, ხოლო უნდობლობას ხმათა – 3/5 სჭირდება; ამასთან პროექტში გათვალისწინებულია უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი, რაც მთავრობის მოქმედი შემადგენლობისთვის უნდობლობის გამოცხადების კენჭისყრისას იმავდროულად მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას  ნიშნავს. 

შეხვედრაზე შენიშვნები გამოითქვა ასევე იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის როლი არსებულზე მეტად უნდა გაძლიერდეს ახალ კონსტიტუციაში; ასევე პრემიერ–მინისტრს უნდა შეეზღუდოს იმ კანონპროექტთა წრე, რომლის საფუძველზეც შეეძლება პარლამენტის წინაშე მთავრობის უნდობლობის საკითხი დასვას, რაც პარლამენტის დათხოვნის საფუძველი შეიძლება გახდეს; პარლამენტს, როგორც არსებულ კონსტიტუციაშია, უნდა შეეძლოს მინისტრთა კაბინეტის 1/3–ით განახლების შემთხვევაში, ხელახლა გამოუცხადოს ნდობა პრემიერს, რასაც ცვლილებებია პროექტი არ ითვალისწინებს; პრეზიდენტი არ უნდა იყოს პარტიული ფიგურა; პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენების წარდგენის უფლება, რადგან მას აღმასრულებელი ფუნქციები ეზღუდება; ასევე ექსკლუზიური უფლებები უშიშროების საბჭოზე, რომელშიც ასევე შედიან პრეზიდენტისგან დამოუკიდებელი მთავრობის წევრები და ა.შ.

პავლე კუბლაშვილმა, რომელიც აღნიშნულ შეხვედრაზე ერთადერთი წარმომადგენელი იყო მმართველი პარტიიდან, განაცხადა, რომ საპარლამენტო განხილვებისას შესაძლებელია ზოგიერთი შენიშნვნა გათვალისწინებული იყოს, თუმცა "არანაიარი ცვლილებები არ იქნება“ უნდობლობლობის ვოტუმთან და ახალი მოდელის ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით.

ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებით, ამოქმედების ვადები ისეა გაწერილი, რომ "სააკაშვილი არცერთი დღე არ იყოს ხელისუფლებაში მომეტებული ძალაუფლების გარეშე“.  

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21