Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თავდასხმის შედეგად სეპარატისტული აფხაზეთის ვიცე–პრეზიდენტი დაიჭრა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 სექ.'10 / 12:25

სეპარატისტული აფხაზეთის ვიცე–პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი 23 სექტემბერს, ღამით მასზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ხელისა და ფეხის არეში დაიჭრა.

თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 2:15 საათზე მოხდა გუდაუთაში – РПГ-26 ტიპის ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი ანქვაბის კუთვნილ ორსართულიანი სახლის სახურავს მოხვდა და აფეთქების შედეგად ვიცე–პრეზიდენტი დაიჭრა, იტყობინება 23 სექტემბერს “აფსნიპრესი“ დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის რამინ გაბლაიას სიტყვებზე დაყრდნობით.

მომხდარზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და საქმე აღძრულია სისხლის სამართლის იმ მუხლით, რომელიც სახელმწიფო ან საზოგადოებრივი მოღვაწის სიცოცხლის ხელყოფას ეხება. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ანქვაბის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სეპარატისტული აფხაზეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ ბესლან კვიცინიამ განუცხადა „აფსნიპრესს“, რომ „თავდასხმის ბევრი დეტალი იმაზე მიანიშნებს, რომ დანაშაული ანქვაბის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება“.

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მომხდარს „შემზარავი ფაქტი“ უწოდა.

„ეს მარტივი საკითხი არ არის და ეს ანქვაბის მიმართ პირველი დანაშაული არ არის. ჩვენ შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გაიხსნას აღნიშნული დანაშაული,“– განაცხადა ბაღაფშმა.

ბოლო ხუთი წლის მანძილზე ეს უკვე მეოთხე, ან სავარაუდოდ მეხუთე თავდასხმაა ანქვაბზე.

2005 წლის თებერვალში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სოხუმის მახლობლად  ცეცხლი გაუხსნეს ანქვაბის ესკორტს. იმ დროს ადგილობრივი ტელევიზია იტყობინებოდა, რომ მის მანქანას 17 ტყვია მოხვდა. თუმცა, ანქვაბი, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, მისი მოადგილის მანქანაში იჯდა და არ დაშავებულა.

2005 წლის აპრილში ანქვაბი კვლავ უვნებელი გადარჩა, როდესაც სოხუმის მახლობლად მის ესკორტს ისევ გაუხსნეს ცეცხლი. ამჯერად, ანქვაბის მძღოლი დაიჭრა.

2007 წლის ივნისში სოხუმსა და გუდაუთას შორის მდებარე გზაზე დისტანციური მართვის ნაღმის „ფუგასის“ აფეთქდა. მაშინ სოხუმში აცხადებდნენ, რომ ნაღმის სამიზნეს, რომელიც იმ ტრასაზე იყო დამონტაჭებული სადაც ანქვაბის კორტეჟი რეგულარულად მოძრაობდა, სწორედ ანქვაბი წარმოადგენდა. მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ნაღმი შემთხვევით აფეთქდა, რის გამოც სავარაუდო ტერორისტული აქტი არ შედგა.

2007 წლის ივლისში ანქვაბის მანქანას, რომელიც იმავე მარშრუტით, გუდაუთასა და სოხუმს შორის გზაზე გადაადგილდებოდა, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბმა მცირე დაზიანება მიიღო.

არც ერთი ეს შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და არც არავინ დაუკავებიათ. 

სერგეი ბაღაფშის აქტიურ მოკავშირეს, 57 წლის ალექსანდრე ანქვაბს, 2005 წლიდან პრემიერ–მინისტრის, ხოლო 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვიცე–პრეზიდენტის თანამდებობა უკავია. 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11