Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ახალ კონსტიტუციურ მოდელზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 სექ.'10 / 19:47

ნაციონალური მოძრაობა არის საქართველოს „დემოკრატიზაციის და მოდერნიზაციის მთავარი ძალა“ საქართველოში და საქართველო "არის მოდერნიზაციის ცენტრი მთელ პოსტ–საბჭოთა სივრცეში და უფრო ფართო რეგიონის მასშტაბითაც,“ – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 30 სექტემბერს.

მმართველი პარტიის წევრებთან საუბრისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ „მოდერნიზაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის დემოკრატიზაცია“ და ამ კონტექსტში მან დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გასულ კვირას მიიღო.

"ჩვენ გადავდივართ ბევრად უფრო რთულ სისტემაზე, რადგანაც ეს იქნება რამდენიმე სახელისუფლებო ცენტრზე დამყარებული ახალი სისტემა,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ მოდელის მიღება ვარდების რევოლუციის შემდეგ "კატასტროფის“ ტოლფასი იქნებოდა.  

მან ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ახლა "ბევრად უფრო დახვეწილი პოლიტიკური სისტემა“ აქვს, რამაც საშუალება მისცა ქვეყანას ახალ საკონსტიტუციო მოდელზე გადასულიყო.

მისი თქმით, რეკომენდაციები მომდევნო პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემდგომ შემცირებაზე "მიუღებელია“. 

"ყველას რჩევა კარგია, მაგრამ ჩვენ ქვეყანას ჩვენ ნაცვლად ვერავინ ვერ ააშენებს და საბოლოო ჯამში, ჩვენზე უკეთესად არავინ იცის, რა არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის,“ – განაცხადა სააკაშვილმა.   

"ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად უნდა გავიზიაროთ ყველა სხვა ქვეყნის დადებითი გამოცდილებაც და ყველა სხვა ქვეყნის შეცდომებიც,“ – განაცხადა მან და მოლდოვაში არსებული სიტუაცია იმ "შეცდომის“ მაგალითად დაასახელა, რომელიც საქართველომ არ უნდა გაიმეოროს.

მოლდოვა 2009 წლის აპრილის შემდეგ უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნებს ატარებს ნოემბერში. საკანონმდებლო ორგანომ ახალი პრეზიდენტი ვერ აირჩია, ვინაიდან ვერც ერთმა პარტიამ ან კოალიციამ საკმარისი ხმები ვერ დააგროვა. სექტემბერში მოლდოვაში რეფერენდუმი ჩატარდა იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის პოსტი პირდაპირ არჩევითი გამხდარიყო, თუმცა ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო რეფერენდუმი ჩაიშალა. 

"არ უნდა აღმოვჩნდეთ იმ სიტუაციაში, რაც დღეს არის მოლდოვაში, როცა ყველა საერთაშორისო რჩევა და რეკომენდაცია თითქოს გაითვალისწინეს და უკვე ერთი წელი ხელისუფლება არის მთლიანად პარალიზებული იმის გამო, რომ ერთი ხმა აკლიათ რომ ხელისუფლება ჩამოაყალიბონ და საბოლოო ჯამში, დაითხოვეს პარლამენტი. აი, კლასიკური მაგალითი გაზეპირებული და გაზუთხული საერთაშორისო წესების, საკუთარი გამოცდილების მთლიანად გაუზიარებლობის პირობებში,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

"იყო რჩევები, რომ პრეზიდენტი გვექცია ინგლისის დედოფლად – ეს არის ჩვენთვის მიუღებელი იმიტომ, რომ ქვეყანას, რომლის 20% ოკუპირებულია და რომელსაც აქვს სერიოზული გამოწვევები, არ შეიძლება არ ყავდეს ძლიერი, ეფექტური სახელმწიფოს ხელმძღვანელი,“ – განაცხადა მან. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30