Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გილაური საქართველოში მედიის თავისუფლებაზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 8 ოქტ.'10 / 15:27

პრემიერ–მინისტრმა ნიკა გილაურმა უარყო, რომ საქართველოში მედიის საკუთრების გამჭირვალობასთან დაკავშირებით რაიმე პრობლემები არსებობს და განაცხადა, რომ ქვეყანაში მრავალფეროვანი მედია გარემო არსებობს, სადაც ზოგიერთი მედია საშუალება "კარგ რამეებს ამბობს მთავრობაზე,“ ზოგიერთი კი საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი ხელისუფლების მიმართ.

7 ოქტომბერს ვაშინგტონში ატლანტიკურ საბჭოში გამომსვლისას გილაურმა განაცხადა, რომ როგორც სხვაგან, ისე საქართველოშიც სხვადასხვა ტელეკომპანიები მიმდინარე მოვლენებს განსხვავებული ”ინტერპრეტაციით” აშუქებენ.

"მე ეს აბსოლუტურად ყველგან მინახავს... ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი არჩევნების დროს, იყო ერთი ტელეკომპანია, რომელიც სრულიად განსხვავებულ რეალობას აჩვენებდა, და მეორე, რომელიც სრულიად სხვა რამეს ამბობდა, რაც ნორმალურია დემოკრატიული საზოგადოებისთვის,“ – განაცხადა გილაურმა.

როდესაც მას კონკრეტულად მედია საშუალებების საკუთრების გამჭირვალობაზე ჰკითხეს, მან მოკლედ უპასუხა: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი [საკითხია]; არ ვიცი რომელიმე მედია საშუალება, რომელსაც შესაძლოა ეს პრობლემა ჰქონდეს“.

მაისში გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ საქართველოს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულებას ეხებოდა, ევროკავშირმა განაცხადა, რომ პრობლემები კვლავ რჩება სამაუწყებლო მედიის საკუთრების გამჭირვალობასთან დაკავშირებით.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30