Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ოპოზიცია საარჩევნო სისტემის რეფორმირებისკენ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 ოქტ.'10 / 12:52

რვა ოპოზიციურმა პარტიამ 12 ოქტომბერს მოუწოდა ხელსუფლებას მოლაპარაკებები დაიწყოს საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით, რომლის დეტალებიც პარტიების ჯგუფმა გასულ კვირას წარადგინა.

"მოგმართავთ წინადადებით, დაუყოვნებლივ დავიწყოთ პროცესი იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომელიც ხელს უშლის საქართველოში სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას,“ – ნათქვამია რვა პოლიტიკური პარტიის წერილობით მიმართვაში, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის და პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სახელზე გაკეთდა.

მიმართვას ხელს აწერენ ახალი მემარჯვენეები, ეროვნული ფორუმი, საქართველოს კონსერვატიული პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს გზა, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა და ხალხის პარტია. ამ პარტიების წარმომადგენლებმა და ლიდერებმა თავიანთი წინადადებები საარჩევნო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით თბილისში აკრედიტირებულ უცხოელ დიპლომატებს 12 ოქტომბერს წარუდგინეს.

"ამასთან, გამოვთქვამთ მზადყოფნას, განვიხილოთ ნებისმიერი სხვა საკითხი, რომელიც უზრუნველყოფს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას,“ – ნათქვამია მიმართვაში. 

პოლიტიკური პარტიების მიმართვა ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს პარლამენტის არჩევნების სისტემა; ამომრჩეველთა სიების შედგენის წესი; არჩეევნების დღე (ხმის მიცემისა და ხმების დათვლის პროცედურები); საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესი; საარჩევო დავების განხილვის სისტემა; და საარჩევნო კამპანიაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18