Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კარასინი: რუსული ძალები პერევს ‘უახლოეს მომავალში’ დატოვებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 ოქტ.'10 / 12:03

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ჟენევის დისკუსიების მეცამეტე რაუნდის შემდეგ, 14 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი გაიყვანს თავის ძალებს სოფელ პერევიდან "უახლოეს მომავალში“ და ეს იქნება“ კეთილი ნების“ ჟესტი.

“რუსეთის ფედერაციამ მოამზადა და უახლოეს მომავალში გაიყვანს რუსულ სასაზღვრო საგუშაგოს დასახლებულ პუნქტ პერევიდან, რომელიც მდებარეობს გეოგრაფიულად სადავო ტერიტორიაზე,“– იტყობინება "იტარ–ტასსი“ კარასინის სიტყვებზე დაყრდნობით.

სოფელი პერევი საჩხერის რაიონში შედის და ერთადერთი ადგილია ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე რუსული კონტროლის ქვეშ იმყოფება. 2008 წლის დეკემბერში რუსულმა ძალებმა ცოტა ხნით დატოვეს სოფელი, თუმცა ამ ნაბიჯიდან რამოდენიმე საათში ისევ შემოვიდნენ და ხელახლა მოაწყვეს გამშვები პუნქტები. რუსულმა მხარემ დაბრუნების მიზეზად პერევში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალების სწრაფი განთავსება დაასახელა.

"ეს პასუხისმგებლობის აქტია, კეთილი ნების, მაგრამ იმავდროულად, ჩვენი ქართველი პარტნიორების გამოცდა თავშეკავებაზე,“– განაცხადა კარასიმა.

“როცა ჩვენი მესაზღვრეები გამოვლენ, სამხრეთ ოსეთის ტერიტორია მთლიანად გაფორმდება, რესპუბლიკის საზღვარი კი რუსი მესაზღვრეების სრულ კონტროლს დაექვემდებარება ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე და ამასთან, ვერავინ ვერ შეძლებს ცალკეული მესაზღვრეების დადანაშაულებას, რომ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებიან,“– განაცხადა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგა ბოკერიამ, რომელიც ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობს ჟენევის მოლაპარაკებებზე, განაცხადა, რომ "ნებისმიერი მცირე ტერიტორიის, ან სოფლის დეოკუპაცია პოზიტიური მოვლენაა“, თუმცა აქვე დასძინა, რომ რუსეთის ამ განცხადებისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება არ ღირს.

”თუკი ისინი მართლა გავლენ ამ სოფლიდან... ისინი შეეცდებიან ამ ფაქტის ’გაყიდვას’, როგორც კიდევ ერთი კონსტრუქციული ნაბიჯი; სინამდვილეში, რა თქმა უნდა, ეს უმცირესი ნაწილია იმ ვალდებულებებისა, რაც მათ აღებული აქვთ” 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით, განაცხადა ბოკერიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მხრიდან სოფელ პერევის შესაძლო დატოვება ”სწორ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.” მისი თქმით, არ შეიძლება, რომ რუსეთის ამ ნაბიჯს მასზე საერთაშორისო ”წნეხის მოხსნა” მოყვეს. ”და ეს არც მოხდება,” - დასძინა ბოკერიამ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10