Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველომ “კორუფციის აღქმის ინდექსში” ორი საფეხურით უკან დაიწია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 ოქტ.'10 / 15:49

საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ 26 ოქტომბერს გამოქვეყნებული 2010 წლის “კორუფციის აღქმის ინდექსის” შედეგების მიხედვით, საქართველო 178 ქვეყნიდან 68–ე ადგილზე მოხვდა; შარშანდელ ინდექსში საქართველოს 66–ე ადგილი ეკავა.

საქართველომ 3.8 ქულა მიიღო, მაშინ როცა გასულ წელს ეს მაჩვენებელი 4.1 ქულას შეადგენდა, ხოლო 2008 წელს – 3.9 ქულას.   

ქვეყნების შეფასება ხდება 0-დან (ყველაზე მეტად კორუმპირებული) 10-მდე (ყველაზე არაკორუმპირებული)  შკალაზე.

"2009 წელთან შედარებით საქართველოს ქულა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა,“ – განაცხადა საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ.

ორგანიზაციის თქმით, "სასამართლო სისტემაში რეფორმის გადაუდებელი აუცილებლობა, კერძო საკუთრების უფლების დაცვა, სახელმწიფო ხარჯების (პრეზიდენტის, თბილისის მერისა და მთავრობის სარეზერვო ფონდების) გაჭვირვალობის ნაკლებობა, ელიტური კორუფცია მაღალ ეშელონებში, გაურკვევლობა მედიის მფლობელობისა და დაფინანასების საკითხებში, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების საჯარო პოლიტიკის წარმოებაში ჩართულობის დაბალი დონე – ეს იმ საკითხების ნუსხაა, რომლებიც საქართველოში ჯერ კიდევ პრობლემურად რჩება“.

"საქართველოს ინდექსი ცხადყოფს, რომ კორუფცია ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი და კვლავ რჩება პრობლემად, რომელიც მოგვარებას საჭიროებს,“ – განაცხადა საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მატიას ჰუტერმა.

საქართველო რეიტინგში იტალიასა (67) და ბრაზილიას (69) შორის მოხვდა. საქართველო სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს უსწრებს, გარდა ბალტიისპირეთის ქვეყნებისა. საქართველო ასევე უსწრებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს – რუმინეთს, ბულგარეთს და საბერძნეთს. 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13