Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქართული პარტია სუბარის ძმის დაკავებას პოლიტიკურ მოტივივებს უკავშირებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 ოქტ.'10 / 11:23

ახლადშექმნილმა ქართულმა პარტიამ განაცხადა 27 ოქტომბერს, რომ ყოფილი სახალხო დამცველის და ამ პარტიის ერთ–ერთი დამფუძნებლის სოზარ სუბარის ძმის დაკავება  ”პოლიტიკური ანგარიშსწორება და შანტაჟია”.

ვახტანგ სუბელიანი რამოდენიმე სხვა პირთან ერთად 26 ოქტომბერს დააკავეს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა “ყალბი ანგარიშ–ფაქტურების დამზადების“ გამო, რითიც მათ "სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენეს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“.

ამ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ნავთობპროდუქტების საბითუმო და საცალო ვაჭრობის სფეროში მომუშავე ოთხი კომპანიის თანამშრომლები და ექვსი ინდივიდუალური მეწარმე დააპატიმრეს.

შსს–ს ცნობით, სუბელიანი და ის კომპანია, რომელთანაც ის ასოცირდება, რეალურ ფასზე ნაკლებს უთითებდნენ ანგარიშფაქტურებში. სამინისტრომ გამოაქვეყნა მოწმის ვიდეო–ჩვენება, სადაც იგი აცხადებს, რომ კომპანიის მიერ მისთვის მიცემულ ანგარიშფაქტურაში უფრო დაბალი ფასი იყო მითითებული, ვიდრე მან რეალურად გადაიხადა ბენზინში.

ვახტანგ სუბელიანის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განაცხადა 27 ოქტომბერს, რომ მისი კლიენტისთვის რაიმე ოფიციალური ბრალდება ჯერ არ წაუყენებიათ და რომ ვახტანგ სუბელიანი თავს უდანაშაულოდ ცნობს.

სოზარ სუბარმა, თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან და კიდევ რამოდენიმე ოპოზიციურ ლიდერთან ერთად ცოტა ხნის წინ ქართული პარტია ჩამოაყალიბა. პარტია დამფუძნებელი ყრილობის გამართვას 24 ნოემბერს გეგმავს თბილისში.  
 
"მორიგი, ჩვეული შეთითხნილი ბრალდებით და ფალსიფიცირებული მტკიცებულელებებით დააკავეს ქართული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის და ლიდერის სოზარ სუბარის ძმა - ვახტანგ სუბელიანი. აღნიშნული ფაქტი ცალსახად შეიძლება შეფასდეს, როგორც მძევლად აყვანა პოლიტიკური ანგარიშსწორების ან პოლიტიკური შანტაჟის მიზნით. ვაცხადებთ, რომ რამდენი მძევალიც არ უნდა აიყვანონ, რამდენი მუქარა და ანგარიშსწორებაც არ უნდა წამოვიდეს, როგორც არ უნდა გვაშანტაჟებდნენ ჩვენი ოჯახის წევრების თუ თანამოაზრეების პოლიტიკური დევნით, ჩვენ არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგამთ უკან დასახული მიზნის მიღწევის გზაზე,” - განაცხადა ქართული პარტიის თანადამფუძნებელმა კოკა გუნცაძემ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
13