Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ლავროვი: მოსკოვი "ჯაშუშების“ დაკავების დეტალებზე ინფორმაციას არ ფლობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 ოქტ.'10 / 16:28

რუსეთს არ გააჩნია ინფორმაცია მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 20 საქართველოს მოქალაქის დაკავების დეტალების შესახებ, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 30 ოქტომბერს.

"რამდენადაც მე ვიცი, საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. ამის მეტი ჩვენთვის არაფერია ცნობილი,“ – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით, რომელიც ამჟამად ვიეტნამს სტუმრობს.

ინფორმაცია სავარაუდო ჯაშუშების დაკავების თაობაზე ”როიტერმა” პარასკევს საღამოს გაავრცელა, საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურების ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. ოფიციალური განცხადება, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გაკეთდება.  

რუსული გაზეთი "კომერსანტი“ იტყობინება რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით: "ჩვენ ვნახეთ ინფორმაცია ჯაშუშების სავარაუდო დაკავების თაობაზე. მაგრამ ვინაიდან ჩვენ ქვეყნებს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, რომელიც თბილისის ინიციატივით შეწყდა, ჩვენთვის შეუძლებელია ოპერატიულად გავარკვიოთ, თუ რა მოხდა იქ რეალურად. მთავარი, რასაც ყურადღება მივაქციეთ, ის არის, რომ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. ამიტომ, განმარტებისთვის, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლებას უნდა მიმართოთ“.

"როიტერის“ ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან საქართველოში ჯაშუშთა ქსელის ჩამოყალიბებაში და რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში. 30 ოქტომბერს, სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” იტყობინება ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ ეჭვმიტანილები აგროვებდნენ ინფორმაციას შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22