Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: MAP–ის საჭიროება საქართველოსთვის ”მოხსნილია”
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 ნოე.'10 / 19:16

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ნატოს ლისაბონის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში საქართველოსთან მიმართებაში გამოყენებული ფორმულირება მისი ალიანსში საბოლოო გაწევრიანების გზაზე, წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) ეტაპის ამოღების ტოლფასია.

"წინა გადაწყვეტილებებში ასახული იყო, რომ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი, თუმცა არ უნდა მომხდარიყო MAP–ისთვის გვერდის ავლა – ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ჯერ წევრობის სამოქმედო გეგმის [MAP-ის] ეტაპი უნდა გაევლო. თუ ჩვენ [ლისაბონის სამიტის დეკლარაციის] ტექსტს ყურადღებით წავიკითხავთ, ვნახავთ, რომ ახლა ჩვენ ნატო–საქართველოს კომისია და სხვა უკვე არსებული ფორმატები უნდა გავიაროთ, ამრიგად რაიმე შემდგომი ეტაპები აღარ გვჭირდება; ეს არის ერთი დიდი ტვირთი, რომელიც საქართველოს მოშორდა,“ – განაცხადა სააკაშვილმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მართალია ლისაბონის სამიტის დასკვით დეკლარაციაში MAP-ი არ არის პირდაპირ მოხსენიებული საქართველოსთან მიმართებაში; თუმცა მასში ნათქვამია, რომ ძალაში რჩება ყველა სხვა გადაწვეტილება, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში ბუქარესტის სამიტის შემდეგ იქნა მიღებული. მათ შორის არის შარშანდელი, სტრასბურგსა და კელში გამართული სამიტის გადაწყვეტილებაც, რომლის მიხედვითაც წევრობის სამოქმედო გეგმა, ანუ MAP, კვლავაც რჩება იმ საკითხად, რომელზეც ალიანსს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, სანამ საქართველო ნატოსთან ინტეგრაციის შემდგომ ეტაპზე გადავა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29