Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი გმობს „სმერჩის“ რეაქტიული სისტემის განთავსებას ცხინვალის რეგიონში
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 დეკ.'10 / 13:31

რუსეთის მიერ ცხინვალთან ახლოს "სმერჩის“ რეაქტიული სისტემით შეიარაღებული არტილერიის დივიზიონის განლაგება თბილისის წინააღმდეგ მოსკოვის "აგრესიული პოლიტიკის“ ნაწილია, რაც საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 6 დეკემბერს.

რუსული საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსი“ იტყობინებოდა 6 დეკემბერს რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ანონიმურ სამხედრო  წყაროზე დაყრდნობით, რომ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში განლაგებულ იქნა "სმერჩის" სისტემით აღჭურვილი საარტილერიო დივიზიონი. წყარომ ასევე განაცხადა, რომ ეს სისტემა ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე–4 სამხედრო ბაზის ფორმირების დასაწყისშივე განთავსდა. ეს ბაზა 2008 წლის აგვისტოს ომის მერე ჩამოყალიბდა.  

თავის განცხადებაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ 70–დან 90კმ–მდე მოქმედების არეალის მქონე "სმერჩის“ საარტილეო სისტემა თავდასხმითი იარაღია და მოქცეულია ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ ხელშეკრულებით დადგენილ შეზღუდვებში. რუსეთმა ამ ხელშეკრულებაში მონაწილეობა 2007 წლის ბოლოს შეწყვიტა.

საგარეო უწყების განცხადებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამალებული მილიტარიზაციის ფონზე, რასაც თან ახლავს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა "სრულიად უსაფუძვლო და ცილისმწამებლური ბრალდებები“,  თითქოს საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთს ემუქრება ტერორისტული საფრთხე, "რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხის ალბათობა მკვეთრად მატულობს“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ეს არის რუსეთის „’ასიმეტრიული’ პასუხი საქართველოს პრეზიდენტის სამშვიდობო ინიციატივაზე და ქართული მხარის განცხადებაზე ძალის არგამოყენების შესახებ, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებრიობამ ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
40