Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთის საგარეო უწყება: თბილისი "არაკონსტრუქციული“ იყო ჟენევის დისკუსიებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 17 დეკ.'10 / 16:59

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 16 დეკემბერს ჟენევის დისკუსიების მე–14 რაუნდზე თბილისის "არაკონსტრუქციული“ პოზიციის გამო შეუძლებელი გახდა შემდგომი პროგრესის მიღწევა ძალის არგამოყენების საკითხზე.

"ამჯერად ცენტრალური საკითხი ამიერკავკასიაში ძალის არგამოყენების თემა იყო. საქართველოს პრეზიდენტის მიერ 23 ნოემბერს და ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიერ 6 დეკემბერს გაკეთებული განცხადებები ძალის გამოყენებაზე უარის თქმის თაობაზე ახალ ატმოსფეროს ქმნიდა და რეალურად უწყობდა ხელს რეგიონში სტაბილურობის გაძლიერებას,“ – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების მიერ 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

"სამივე სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის ამ ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულებით შემდგომ პროგრესს ხელი შეუშალა საქართგველოს წარმომადგებლების არაკონსტრუქციულმა პოზიციამ, რომელთაც, ფაქტიურად, იგნორირება გაუკეთეს მეზობლების განცხადებებს. კვლავ აშკარა გახდა თბილისის არამზაობა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მეზობლური ურთიერთობები განავითაროს,“ – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველო დაჟინებით მოითხოვს რუსეთისთან, რომ ძალის არგამოყენების პირობა დადოს მას შემდეგ, რაც ანალოგიური ცალმხრივი დეკლარაცია პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 ნოემბერს გააკეთა. თუმცა, რუსეთი აცხადებს, რომ ის კონფლიქტის მხარეს არ წარმოადგენს და დასძენს, რომ თბილისი, ერთის მხრივ, და ცხინვალი და სოხუმი, მეორეს მხრივ არიან კონფლიქტის მხარეები. ამის სანაცვლოდ, რუსეთი ცდილობს შუამავლად წარმოჩნდეს. ამ პოზიციას თბილისი "ცინიკურს“ უწოდებს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
57