Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილმა ლუკაშენკოს მიულოცა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 დეკ.'10 / 17:07

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განუცხადა Civil.ge–ს, რომ სააკაშვილი ლუკაშენკოს ტელეფონით ესაუბრა. 

მანამდე მანჯგალაძეს, რომელსაც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე სთხოვეს კომენტარის გაკეთება, სააკაშვილის მიერ ლუკაშენკოსთვის მილოცვა საერთოდ არც უხსენებია. სანაცვლოდ, მანანა მანჯგალაძემ საგარეო უწყების პოზიციის მსგავსად განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს ოფიციალურად არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების შემდეგ შეაფასებს.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააკაშვილმა ლუკაშენკოს მიულოცა, ბელარუსის პრეზიდენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

სხვა ლიდერები, რომელთაც ასევე მიულოცეს ლუკაშენკოს მეოთხე ვადით არჩევა, ვენესუელას და ყაზახეთის პრეზიდენტები არიან. იმავე პრეს–რელიზის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა არჩევნების შედეგებზე "პოზიტიური რეაგირება“ მოახდინა.

საქართველომ 2006 წელს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო და მას არადემოკრატიული უწოდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა მაშინ, რომ "შავ-ბნელი ძალები“ ბელარუსში თავისუფლების ჩახშობას ცდილობდნენ.

პირველად საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობაში გაუმჯობესების ნიშნები 2007 წლის სექტემბერში გაჩნდა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მინსკს ესტუმრა.

მინსკთან ურთიერთობების გაუმჯობესების ძალისხმევა საქართველომ, რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გააძლიერა.

WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ აშშ–ის კონფიდენციალურ დიპლომატიურ ტელეგრამებს შორის ერთ-ერთის თანახმად, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ 2009 წლის ოქტომბერში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტს უთხრა, რომ იგი შესაძლოა იძულებული გამხდარიყო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეღიარებინა რუსეთისგან იაფი გაზის მიღების სანაცვლოდ. თუმცა მინსკს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ უღიარებია.

იმავე ტელეგრამის თანახმად, 2009 წლის ოქტომბერში ლუკაშენკომ უთხრა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა იგი თბილისში დაპატიჟა, თუმცა მან ეს წინადადება ჯერჯერობით არ მიიღო, რადგანაც მოსკოვის გაღიზიანება არ სურდა.

2010 წლის იანვარში ლუკაშენკომ საქართველოში ბელარუსის ვიცე–პრემიერი გააგზავნა. ბათუმში ვიცე–პრემიერთან შეხვედრაზე პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა ბელარუსის ხელმძღვანელობის "პრინციპულ, შორსმჭვრეტელურ და ბრძნულ პოზიციას ჩვენ ურთიერთობებთან მიმართებაში“.

სააკაშვილი ლუკაშენკოს 2010 წლის ივლისში იალტაში შეხვდა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ სააკაშვილთან ინტერვიუ გადასცა, რასაც მოსკოვში უარყოფითი რეაქცია მოყვა.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
14