Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებს ყურადღებით აკვირდება – კალანდაძე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 დეკ.'10 / 13:29

საქართველო ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასებას ნაადრევად მიიჩნევს, თუმცა "დიდი ყურადღებით აკვირდება“ მიმდინარე მოვლენებს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. 

"ჩვენს ინტერესში არის, რომ ბელარუსში ჩატარდეს სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები,“ – განაცხადა მან დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კალანდაძის თქმით, საქართველოს ბელარუსის სახელმწიფოსთან და მის ხალხთან კარგი ურთიერთობა აკავშირებს და "ჩვენ ამ ურთიერთობის გაღრმავება გვსურს როგორც ხალხთა შორის ურთიერთობების, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით... რა საკვირველია, ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არჩევნების შედეგად ის სურათი მივიღოთ, როგორიც იქნება საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროსთვის მისაღები“.

ბელარუსში 19 დეკემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც 1994 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტია, ხმათა, დაახლოებით, 80%–ით ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, მან საგრძნობლად ჩამოიტოვა ცხრა ოპონენტი ოპოზიციიდან.

ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე ოპოზიციამ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მოაწყო, რაც სამართალდამცავებთან შეტაკებით და დაპატიმრებებით დასრულდა. ზოგიერთი ცნობით, ბელარუსის ხელისუფლებამ ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატების უმეტესობა დააკავა. 

მინსკში აშშ–ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი "მკაცრად გმობს ძალადობას არჩევნების დღეს“ და "განსაკუთრებით შეშფოთებულია ხელისუფლების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო, მათ შორის პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატის ცემის და დაკავების და ასევე ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების წინააღმდეგ ძალადობის გამო“.

დსთ–ს სადამკვირვებლო მისიამ განაცხადა ორშაბათს, რომ ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ლეგიტიმურია, იტყობინება "როიტერი“. 

საქართველომ 2006 წელს ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები დაგმო და მას არადემოკრატიული უწოდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა მაშინ, რომ "შავ-ბნელი ძალები“ ბელარუსში თავისუფლების ჩახშობას ცდილობდნენ.

პირველად საქართველოსა და ბელარუსის ურთიერთობაში გაუმჯობესების ნიშნები 2007 წლის სექტემბერში გაჩნდა, როდესაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მინსკს ესტუმრა.

მინსკთან ურთიერთობების გაუმჯობესების ძალისხმევა საქართველომ, რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გააძლიერა.

WikiLeaks-ის მიერ გამოქვეყნებულ აშშ–ის კონფიდენციალურ დიპლომატიურ ტელეგრამებს შორის ერთ-ერთის თანახმად, პრეზიდენტმა ლუკაშენკომ 2009 წლის ოქტომბერში ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ურმას პაეტს უთხრა, რომ იგი შესაძლოა იძულებული გამხდარიყო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეღიარებინა რუსეთისგან იაფი გაზის მიღების სანაცვლოდ. თუმცა მინსკს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ უღიარებია.

იმავე ტელეგრამის თანახმად, 2009 წლის ოქტომბერში ლუკაშენკომ უთხრა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა იგი თბილისში დაპატიჟა, თუმცა მან ეს წინადადება ჯერჯერობით არ მიიღო, რადგანაც მოსკოვის გაღიზიანება არ სურდა.

2010 წლის იანვარში ლუკაშენკომ საქართველოში ბელარუსის ვიცე–პრემიერი გააგზავნა. ბათუმში ვიცე–პრემიერთან შეხვედრაზე პრეზიდენტი სააკაშვილი მიესალმა ბელარუსის ხელმძღვანელობის "პრინციპულ, შორსმჭვრეტელურ და ბრძნულ პოზიციას ჩვენ ურთიერთობებთან მიმართებაში“.

სააკაშვილი ლუკაშენკოს 2010 წლის ივლისში იალტაში შეხვდა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ სააკაშვილთან ინტერვიუ გადასცა, რასაც მოსკოვში უარყოფითი რეაქცია მოყვა.    

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15