Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კიწმარიშვილი "მაესტროზე" ზეწოლის ბრალდებებს უარყოფს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 დეკ.'10 / 21:57

ქართულმა პარტიამ უარყო ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ ტელეკომპანია "მაესტროს“ დირექტორის, კახა ბექაურის ბრალდებები და მათ "საფუძველს მოკლებული“ უწოდა.

“უკვე 9 თვეა, რაც ეროსი კიწმარიშვილი ტელეკომპანია "მაესტროს“ მართვაში აღარ მონაწილეობს, მის სარედაქციო მუშაობაში არანაირი ფორმით არ ჩარეულა და არ ერევა,“– ნათქვამია პარტიის მიერ 30 დეკემბერს გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.

პარტია აცხადებს, რომ "პოლიტიკური ბრძოლის იარაღად მედიასაშუალებების გამოყენება“ მისთვის მიუღებელია. 

"ქართული პარტიის“ ყველა ლიდერისთვის, მათ შორის, ეროსი კიწმარიშვილისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია სიტყვის გამოხატვის თავისუფლება და ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა,“– ნათქვამია განცხადებაში.

ბექაურმა 29 დეკემბერს განაცხადა, რომ ქართული პარტიის პოლიტიკური მდივანი და "მაესტროს“ მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, ეროსი კიწმარიშვილი ზეწოლას ახდენს ტელეკომპანიაზე და ფინანსური წყაროების გადაკეტვის გზით ცდილობს აიძულოს ის ქართული პარტიის პოლიტიკური ინტერესების გამტარებელი გახდეს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ამ ქმედებისკენ კიწმარიშვილს მინიმუმ ერთი თანაპარტიელი აქეზებს, თუმცა ჯერ–ჯერობით თავი შეიკავა დაკონკრეტებისაგან.

მოგვიანებით, ხუთშაბათს საღამოს კიწმარიშვილმა დეტალურად გაახმოვანა თავისი პოზიცია რადიო "პალიტრასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ბექაურის უსაფუძვლო და მოულოდნელი ბრალდებები, როგორც ჩანს, იმის გაგრძელებაა, რაც ბოლო დროს ქართული პარტიის წინააღმდეგ ხდება.

კიწმარიშვილი იმ ბრალდებებს გულისხმობდა, რომელიც დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაახმოვანა და რომელმაც ქართული პარტიის ერთ–ერთი თანადამფუძნებელი ლევან გაჩეჩილაძე სამი წლის წინ პრეზიდენტ სააკაშვილთან კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. 

მართალია კიწმარიშვილმა პირდაპირ არ დაუკავშირა ეს ორი მოვლენა ერთმანეთს, თუმცა მან აღნიშნა, რომ მის მიმართ და ქართული პარტიის წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებები ერთმანეთს ჰგავს.  

კიწმარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის მართალია „რუსთავის მედია–მართვის კომპანიის“ დამფუძნებელია, რომელმაც ტელეკომპანია "მაესტროს“ მართვის უფლება 2009 წლის ნოემბერში აიღო, მაგრამ იგი უკვე ცხრა თვეზე მეტია ტელეკომპანიის საქმეებში არ ერევა მას შემდეგ, რაც მისმა კომპანიამ კახა ბექაური "მაესტროს“ გენერალურ დირექტორად დანიშნა.

მისი თქმით, "მაესტროს“ მენეჯმენტით აღების მთავარი მიზანი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის  და ისეთი საინფორმაციო გადაცემების შექმნა იყო, რომელიც ნაციონალური ტელევიზიების ალტერნატიული იქნებოდა.

კიწმარიშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი ძალისხმევით ტელეკომპანია "მაესტრომ“ 2 მილიონი მოიზიდა 2010 წლის მაისში არხის განახლებისთვის და მისი თქმით, ამ თანხის ნაწილი მისი საკუთარი იყო. თუმცა, მან ასევე აღნიშნა, რომ მის ერთადერთ ინტერესს ნამდვილად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საინფორმაციო არხის ჩამოყალიბება წარმოადგენდა.

ანალოგიურ განცხადებებს აკეთებდა ბექაურიც 29 დეკემბრამდე, ვიდრე კიწმარიშვილს არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევასთან დაკავშირებით ბრალდებებს წაუყენებდა. ჯერ კიდევ 23 დეკემბერს ბექაური აცხადებდა, რომ  კიწმარიშვილი ტელეკომპანიის საქმეებში უკვე დიდი ხანია აღარ მონაწილეობდა და რომ არხის მაუწყებლობის ორდღიანი შეჩერება კიწმარიშვილს არ უკავშირდებოდა.

ბექაურმა კიწმარიშვილის წინააღმდეგ ბრალდებების გახმოვანებისას ასევე განაცხადა, რომ ტელეკომპანია, რომელიც მძიმე ფინანსური პრობლემების გამო იძულებული გახდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადასულიყო, მმართველ კომპანიასთან სამწლიანი კონტრაქტის გაწყვეტას და "აპოტილიკური“ ფინანსური სახსრების ხელახლა მოძიებას გეგმავს, რადგან ასეთი რესურსი არხმა პოლიტიკაში წასული კიწმარიშვილის ფაქტორის გამო დაკარგა.

რადიო "პალიტრასთან" ინტერვიუში კიწმარიშვილმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, თუ როგორი იქნება "რუსთავის მედია–მართვის კომპანიის" პოზიცია "მაესტროს“ გადაწყვეტილებაზე გააუქმოს კონტრაქტი. კიწმარიშვილმა განაცხადა, რომ მართალია ის დამფუძნებელია, მაგრამ მას არაფერი აქვს საერთო კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასთან და პასუხიც სწორედ კომპანიის მმართველებმა უნდა გასცენ და არა მან.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11