Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სამ კანონპროექტთან დაკავშირებით საია დეპუტატებს რეკომენდაციებით მიმართავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 თებ.'11 / 18:44

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტის მუშაობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შედეგიანი იქნება და ამ კუთხით იმ სამ კანონპროექტს გამოყოფს, რომელთა მიღებაც საგაზაფხულო სესიაზე იგეგმება.

პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს მედია–გამჭირვალობაზე მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებათა პროექტს, რომლის საბოლოოდ მიღებაც საგაზაფხულო სესიისთვის იმ მოტივით გადაიდო დეკემბერში, რომ ფინანსური გამჭირვალობის საკითხებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა.

საია იმგვარი ცვლილებების მიღებისკენ მოუწოდებს, რომელიც "მაუწყებელთა მფლობელებისა და მათი ფინანსური მდგომარეობის რეალურ გამჭვირვალობას“ უზრუნველყოფს.

“მნიშვნელოვნად მიგვაჩნია უფრო მეტი ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ამ სფეროში, დაფინანსების წარმოშობის შესახებ ინფორმაციის მიღების ჩათვლით. ხოლო ეროვნული მაუწყებლებისათვის თანაზომიერად მიგვაჩნია ფინანსური ანგარიშგების გამკაცრება, მათი აუდიტორიაზე გავლენის მოხდენის პოტენციალის გათვალისწინებით,“– აცხადებენ "ახალგაზრდა იურისტები“.

საია „კატეგორიულად ეწინააღმდეგება“ პარლამენტის მიერ ორი მოსმენით უკვე მიღებული თავისუფლების ქარტიის არსებული რედაქციით მიღებას, საიდანაც "შეუძლებელია აზრის გამოტანა და ავტორის ჩანაფიქრის გარკვევა“.

კანონპროექტი, რომლის ინიციატორია დეპუტატი საპარლამენტო უმცირესობიდან გია თორთლაძე, ანტიტერორისტული ღონისძიებების მოტივით ქვეყანაში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას, ლუსტრაციის საკითხებსა და საბჭოთა სიმბოლიკის აღკვეთას ითვალისწინებს.

“კანონპროექტის შინაარსობრივი და გრამატიკული გაუმართაობა ქმნის ადამიანის უფლებების დარღვევის მაღალ საფრთხეს. იგი მიზნად ისახავს ურთიერთობათა ფართო სფეროს რეგულირებას, თუმცა ვერ უზრუნველყოფს მათ სრულფასოვან მოწესრიგებასა და დასახული მიზნების განხორციელებას,“– ნათქვამია საია–ს განცხადებაში, რომელიც 1 თებერვალს გამოქვეყნდა.

მესამე კანონპროექტი, რომელზეც "ახალგაზრდა იურისტები“ ყურადღებას ამახვილებენ, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებას ეხება. ცვლილების მიხედვით, ნაბეჭდ პროდუქციაზე უნდა მიეთითოს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ინფორმაცია.

“აღნიშნული დამატების მიღებისათვის მწვავე სოციალური საჭიროება არ არსებობს და ის არაპროპორციულად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას. ჩვენი  აუცილებლად მიგვაჩნია ნორმის მოქმედების არეალის შეზღუდვა, რათა ის არ გავრცელდეს ფიზიკურ პირებსა და კერძო სამართლის იურიდიული პირებზე,“ – მიიჩნევს საია.

პარლამენტში საგაზაფხულო სესია 1 თებერვალს გაიხსნა, პლენარული სხდომები კი მომდევნო კვირიდან განახლდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17