Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ნატოს წარმომადგენელი საქართველოს რეფორმებზე საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 15 თებ.'11 / 14:27

  • „გრძელი და რთული გზა ნატომდე“;
  • „იარაღზე არანაირი ემბარგო“;
  • „ფუნდამენტალური აზრთა სხვადასხვაობა“

შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციაზე დემოკრატიული კონტროლის გაძლიერება იმ რეფორმებს შორის არის, რომლებიც საქართველომ ნატოს თავისი წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში წარუდგინა, განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ 14 თებერვალს რადიოსადგურ "ეხო მოსკვი“–სთან ინტერვიუში.  

კითხვაზე, თუ ნატოს რომელ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს ჯერ საქართველო, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოსთან მომუშავე ყველა პარტნიორს, საქართველოს ჩათვლით, აქვთ რეფორმათა ის ნუსხა, რომელთა განხორციელებაც თავად სურთ.

“საქართველომ ახლახანს წარუდგინა ნატოს შემდგომი რეფორმების წლიური გეგმა,“ – განაცხადა მან, "ის მოიცავს სამხედრო ძალებზე დემოკრატიული კონტროლის გაზრდას და გაძლიერებას, იგივე ეხება პოლიციასაც; ეს ასევე გულისხმობს მათი მართვის გაუმჯობესებას შესაბამისი სამინისტროების მიერ. ეს ასევე გულისხმობს კორუფციასთან ბრძოლას – ეს ის სფეროა, რომელსაც საქართველო ძალიან, ძალიან კარგად ართმევს თავს. ამრიგად, ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი და ჩვენ მათ ამის გაკეთებაში კვლავაც დავეხმარებით“. 

წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც 2008 წლის დეკემბერში დაინერგა, მოიცავს რეფორმათა ნუსხას, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა და რომელთა შესრულების შეფასებას ყოველწლიურად აკეთებს ნატო. ბოლო პროგრამა საქართველოს მთავრობამ 4 თებერვალს მიიღო და ალიანსს 11 თებერვალს წარუდგინა.

"გრძელი და რთული გზა"

იმავე ინტერვიუში ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატოში გაწევრიანებამდე საქართველოს "გრძელი და რთული გზა აქვს გასავლელი“.

"ვადის დასახელება [თუ როდის შეძლებს საქართველო ალიანსში გაწევრიანებას] იქნებოდა ნატოს გაფართოების პრინციპის დარღვევა, ეს კი პირობებზეა დამოკიდებული – ქვეყანამ ალიანსის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სტანდარტები, სამხედრო სტანდატები და ეკონომიკური თავისუფლების სტანდარტები,“ – განაცხადა მან.

"ნატოს მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინა და საქართველო... გახდებიან ნატოს წევრები, როდესაც ისინი ამ სტანდარტებს დააკმაყოფილებენ და თუ, რა თქმა უნდა, მათ ამის სურვილი ექნებათ,“ – განაცხადა მან.

მისი თქმით, ნატო "100%–ით სცემს პატივს“ უკრაინის გადაწყვეტილებას არ გაწევრიანდეს ნატოში.

"საქართველოს რაც შეეხება, ის აგრძელებს გაწევრიანებისთვის მუშაობას და ჩვენ მათ ვეხმარებით. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, მანამდე კიდევ გრძელი და რთული გზაა გასავლელი," – დასძინა მან. 

"არანაირი ემბარგო იარაღზე“

მსმენელის კითხვაზე, თუ „რატომ აიარაღებს ნატო საქართველოს კვლავ“, აპატურაიმ უპასუხა, რომ "ნატო არავის შეიარაღებას არ ახდენს“.

"ნატო, როგორც ორგანიზაცია, იარაღს არ ყიდის,“ – განაცხადა მან, "რა თქმა უნდა, ცალკეულ მოკავშირეებს, ვისაც სურთ, შეუძლიათ გაყიდონ იარაღი, თუ ეს გაყიდვა საერთაშორისო სამართლის ნორმების შეესაბამება. მე რამდენადაც ვიცი, საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგო არ არის დაწესებული. ასევე უნდა ვთქვა, რომ არ ვიცი, თუ ვინმე აწვდის იარაღს საქართველოს, მაგრამ თუ ეს ხდება, ეს კანონიერია“.

"ფუნდამენტალური აზრთა სხვადასხვაობა“

კითხვაზე, თუ რატომ თქვა ნატომ უარი აგვისტოს ომის მიზეზებზე ტალიავინის კომისიის ანგარიში მოესმინა, აპატურაიმ უპასუხა, რომ ანგარიშში გარკვეული დასკვნებია გამოიტანილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოვლენებმა გამოიწვია 2008 წლის კონფლიქტი.

"მე წავიკითხე ანგარიში და რა თქმა უნდა, [ნატოს] გენერალურმა მდივანმაც წაიკითხა ანგარიში,“ – განაცხადა მან, "იქ ბევრი რამ არის ნათქვამი და ჩემი შთაბეჭდილებიდან გამომდინარე ვერ ვიტყვი, რომ ის მკაფიოდ იხრება ერთ ან მეორე მხარეს.“ 

"მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, ის რაც ახლა ყველაზე რთულ პრობლემად რჩება, როცა საქმე საქართველოს ამ ორ რეგიონს ეხება, არის არა ის, თუ ვინ დაიწყო [ომი], არამედ რუსეთის მიერ ამ ორი რესპუბლიკის აღიარების ფაქტი, რასაც ვერც ერთი ნატოს მოკავშირე ვერ დაეთანხმება; ეს -  ჩვენ ამის მტკიცედ გვჯერა - ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას. ეს კი გამოიწვევს და უკვე იწვევს გრძელვადიან, ფუნდამენტალურ აზრთა სხვადასხვაობას ნატოსა და რუსეთს შორის,“ – განაცხადა აპატურაიმ.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
22