Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჟენევაში მოლაპარაკებების მეთხუთმეტე რაუნდი გაიმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 მარ.'11 / 16:59

ჟენევაში 4 მარტს დაგეგმილი მოლაპარაკებების მეთხუთმეტე რაუნდის მთავარი თემა ისევ ძალის არგამოყენების ვალდებულება იქნება.

ძალის არგამოყენების საკითხი უკვე დიდი ხანია უთანხმოების წყაროს წარმოადგენს ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებებში, რომლებიც თბილისის, მოსკოვის, ვაშინგტონის, სოხუმის და ცხინვალის წარმომადგენელთა მონაწილეობით იმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა 2 მარტს, რომ მოლაპარაკებების მე–15 რაუნდზე მოუწოდებს რუსეთს ძალის არ გამოყენების ისეთივე ვალდებულება იკისროს, რაც პრეზიდეტმა სააკაშვილმა ნოემბერში ევროპარლამენტში გამოსვლისას აიღო და შემდეგ წერილობით დაუდასტურა ევროკავშირს, ეუთოს, გაეროს, ნატოს და შეერთებულ შტატებს.  

"აღნიშნული ქმედებით რუსეთი დაამტკიცებს, რომ მას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები ამოძრავებს და ის არ აპირებს ახალი აგრესიის განხორციელებას სუვერენული მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ,“ – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.

რუსეთი აცხადებს, რომ არ აპირებს ამგვარი ვალდებულების აღებას, ვინაიდან მას არ მიაჩნია საკუთარი თავი კონფლიქტის მხარედ და სანაცვლოდ, მოუწოდებს თბილისს ცხინვალთან და სოხუმთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებებს მოაწეროს ხელი.

24 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მართალია თბილისმა ნოემბერში ძალის არგამოყენების ცალმხრივი პირობა დადო, მაგრამ მას შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის სამხედრო რიტორიკამ"მნიშვნელოვნად გააუფასურა“ საქართველოს პოზიცია და ცხინვალის და სოხუმის შეშფოთება გამოიწვია.

"ამ რესპუბლიკების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ეცდება ჟენევაში ძალის არგამოყენების იურიდიული დოკუმენტების ხელმოწერას მიაღწიოს. რუსული მხარე მხარს უჭერს საკითხის ამგვარად დაყენებას,“ – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

საქართველო აცხადებს, რომ მოსკოვის მიერ თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის ძალის არგამოყენების შეთანხმების მოთხოვნა "მიზნად ისახავს მხოლოდ მარიონეტული რეჟიმების სამართლებრივ ლეგიტიმაციას და წარმოადგენს უსუსურ მცდელობას თავიდან აიცილოს საკუთარი პასუხისმგებლობა ძალის გამოუყენებლობაზე“.

საქართველოს საგარეო უწყებამ განაცხადა 2 მარტს, რომ მეორე საკითხი, რომელსაც ის ჟენევის მოლაპარაკებებზე დააყენებს არის "საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების დაარსების აუცილებლობა“. თბილისის სურვილია, რომ სეპარატისტულ რეგიონებში იხილოს „საერთაშორისო მშვიდობისმყოფელები და საპოლიციო ძალები“. ასევე იქნება განხილული დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხი, განაცხადა საგარეო უწყებამ, თან იქვე დასძინა, რომ "რუსეთი ბლოკავს დაბრუნების პროცესს სხვადასხვა მიზეზების გამო“.

"ამჯერად, ვიმედოვნებთ, რომ მოსკოვი გზას გაუხსნის პროცესს და საგნობრივი განხილვები გაიმართება დაბრუნების მოდალობებზე დისკრიმინაციის გარეშე ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ყველა ნაწილში,“ – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.    

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36