Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ობამას მრჩეველი ვმო–ზე რუსეთ–საქართველოს მოლაპარაკებების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 მარ.'11 / 14:49

საქართველო–რუსეთის მოლაპარაკებები ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების თაობაზე ორმხრივი საკითხია, რომელშიც ვაშინგტონი არ ერევა, განაცხადა პრეზიდენტ ობამას მრჩეველმა და დასძინა, რომ თბილისის სურვილია, რომ აქცენტი ვაჭრობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ თემებზე გააკეთოს ისე, რომ საკითხი "უფრო ფართო დებატის“ საგანი არ გახადოს.

“პროცესი მიმდინარეობს. მე არ მინდა წინასწარი დასკვნების გაკეთება, რადგან ჩვენ [ამ პროცესში] ჩართულები არ ვართ, მაგრამ მგონია რომ მოსკოვს  - მომლაპარაკებლებს ესმით, რომ ისინი საკითხს სერიოზულად უნდა მიუდგნენ და რომ ეს არ არის რაღაც ისეთი, რომ უნდა დაელოდნონ ჩვენი მხრიდან თბილისზე მოქმედებას, რადგან ჩვენ ამის გაკეთებას არ ვაპირებთ,” – განაცხადა პრეზიდენტ ობამას სპეციალურმა თანაშემწემ და ეროვნული უშიშროების საბჭოში რუსეთის და ევრაზიის საკითხების კურატორმა მაიკლ მაკფოლმა 4 მარტს.

"ამავე დროს, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას თბილისში ესმის და სურს თანამშრომლობის გზით მოაგვაროს ეს საკითხი ისე, რომ აქცენტი კონკრეტულ ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე გაკეთდეს და არ გადააქციოს ის უფრო ფართო დებატის საგნად. შემიძლია გითხრათ, რომ პროცესი მიმდინარეობს, თუმცა არ ვიცი სანამდეა ის მისული, ან სანამდე მივა,“ – განაცხადა მან. 

მაკფოლმა ეს განცხადება ჟურნალისტებთან სატელეფონო ბრიფინგის ფარგლებში გააკეთა, რომლის დროსაც ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მომავალ კვირას რუსეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ საუბრობდა. ვიზიტისას რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება განხილვის ერთ-ერთი საკითხი იქნება.

მაკფოლმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტომა მკაფიოდ განუმარტა მოსკოვსაც და თბილისსაც, რომ "რუსეთის ვმო-ში გაწევრიანება ამერიკის ეროვნულ ინტერესებში შედის“.

"მიგვაჩნია, რომ ჩვენი კომპანიებისთვის, ჩვენი ვაჭრობისთვის და ჩვენი ინვესტორებისთვის კარგი იქნება, თუ რუსეთი საერთაშორისო [სავაჭრო] წესების და რეგულაციების ვალდებულებას აიღებს, რადგან ეს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთქმედებას უფრო პროგნოზირებადს გახდის,“ – განაცხადა მან.  
 
"და თუ ის არ იქნება პროგნოზირებადი, მაშინ შესაძლებელი იქნება ვმო–ს მექანიზმების გამოყენება, რათა მათ წინააღმდეგ პრეტენზიები გამოითქვას. ვფიქრობ, ეს კარგი რამ არის ჩვენთვის. ვვარაუდობ, რომ ეს საქართველოსთვისაც კარგი იქნება. თუმცა, საბოლოო ჯამში, მიმაჩნია, რომ ეს ორმხრივი [რუსეთ-საქართველოს] საკითხია და არა სამმხრივი [აშშ-რუსეთ-საქართველოსი],“ – დასძინა მან.

ქართველმა მაღალჩინოსნებმა რამოდენიმეჯერ გაიმეორეს ამ ბოლო დროს, რომ საქართველო მხარს უჭერს რუსეთის გაწევრიანებას ვმო–ში, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით – რუსეთმა უნდა შეასრულოს ვმო–ს წესები. კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, რუსეთმა უნდა უზრუნველყოს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული საბაჟო გამშვები პუნქტების "გამჭირვალობა“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
17