Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოლაპარაკებების წინ საქართველოს პოზიცია ვმო–ში რუსეთის გაწევრიანებაზე "უცვლელია"
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 მარ.'11 / 12:59

საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით შვეიცარიაში დაგეგმილი ორმხრივი მოლაპარაკებების წინ თბილისის პოზიცია უცვლელია და დათმობებზე წასვლას არ აპირებს.

მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციას პრემიერ–მინიტრის მთავარი მრჩეველი თამარ კოვზირიძე უხელმძღვანელებს, რომელიც მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, სავარაუდოდ უკვე ჩავიდოდა ბერნში აშშ–დან, სადაც პრემიერ–მინისტრ ნიკა გილაურს ახლდა თან. პრესსამსახურის ცნობით, მოლაპარაკებები 9 ან 10 მარტს გაიმართება.

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ 8 მარტს განაცხადა, რომ მოლაპარაკებების განახლების წინ საქართველოს პოზიცია უცვლელია და ის მოითხოვს სეპარატისტულ რეგიონებში „არსებულ გამშვებ პუნქტებზე გამჭირვალობასა და ასევე ქართული საბაჟო სამსახურების დაშვების უზრუნველყოფას როკისა და ფსოუს გამშვებ პუნქტებზე“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა 9 მარტს პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო "არანაირ დათმობებზე არ უნდა წავიდეს“ იმ ქვეყანასთან მოლაპარაკებებში, რომელიც "არა მხოლოდ ოკუპანტია.., არამედ სანამ ეს 2008 წლის კონფლიქტი იქნებოდა, რუსეთი იყო ის ქვეყანა, რომელმაც ცალმხრივად შემოიღო ქართულ პროდუქციაზე ემბარგო“. 
 
მისი ინფორმაციით, შვეიცარიაში დაგეგმილი პირველი შეხვედრა დაეთმობა მოლაპარაკებების დღის წესრიგის შედგენას და არა შინაარსობრივ საკითხებს.

აღნიშნული განმარტებები ცისკარიშვილმა მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებებზე არ წარსდგეს "არც ზედმეტად ხისტი და არც ზედმეტად ლმობიერი და დამთმობი პოზიციით“.

მისი შეფასებით, "არარეალისტურია“ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ქართველი მებაჟეების ფსოუსა და როკის გვირაბის გამშვებ პუნქტებზე განთავსებასთან დაკავშირებით. თარგამაძემ ამ მოთხოვნის სანაცვლოდ მოლდოვას პრეცედენტის გამოყენებისაკენ მოუწოდა, სადაც მოლდოვა–უკრაინის საზღვარზე, მათ შორის დნესტრისპირეთის კონფლიქტური რეგიონის მონაკვეთზე ევროკავშირის მონიტორინგის მისია ფუნქციონირებს და საბაჟო და სასაზღვრო პროცედურებს აკვირდება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
6