Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მინაშვილი საარჩევნო მოლაპარაკებებზე ოპოზიციის განცხადებას პასუხობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 13 მაი.'11 / 14:03

ოპოზიციური რვიანის მიერ 12 მაისს გაკეთებული განცხადება ულტიმატუმი უფროა, რომელიც საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მოლაპარაკებების პროცესს ხელს არ უწყობს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა.

"უცნაურია, როდესაც ასეთ განცხადებას მედიით ვისმენთ იმ ჯგუფისგან, რომელმაც თავად დატოვა მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვან დროს, როდესაც უკვე კონკრეტული შემოთავაზებების განხილვას ვიწყებდით,“ – განუცხადა 12 მაისს Civil.ge-ს მინაშვილმა.

მას მხედველობაში ჰქონდა ოპოზიციური რვიანის უარი 30 მარტს მონაწილეობა მიეღო საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის ფორმატით მიმდინარე შეხვედრაში. ”რვიანის” უარს წინ უსწრებდა განცხადება, რომელშიც ისინი აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სისტემის რეფორმაზე წინადადებები მიუღებელი იყო და რომ ისინი შეხვედრაში მონაწილეობას მას შემდეგ მიიღებდნენ, რაც მმართველი პარტია ”რვიანის” მიერ ოქტომბერში წარმოდგენილ წინადადებებზე "ადეკვატურ” პასუხს მიიღებდა. 5 აპრილს ”რვიანმა” ახალი წინადადებები წარადგინა და სამუშაო ჯგუფის მუშაობის აღდგენისკენ მოუწოდა. მას შემდეგ მოლაპარაკებები არ გამართულა, თუმცა როგორც 5 მაისს გაირკვა, მხარეებს შორის მოლაპარაკებების აღდგენის თაობაზე კონტაქტები შედგა, თუმცა ამას რამე კონკრეტული შედეგი არ მოუტანია.

კითხვაზე, თუ რა უშლის ხელს მმართველ პარტიას აღდგეს მოლაპარაკებები ძველ ფორმატში, მინაშვილმა უპასუხა: "არაფერი“; მან იქვე დასძინა, რომ მმართველ პარტიას ინდივიდუალური კონსულტაციების გამართვა სურს პარტიებთან მოლაპარაკებების აღდგენის მიზნით.     

თუმცა, ოპოზიციური რვიანი აცხადებს, რომ მმართველი პარტია პროცესს აჭიანურებს და 12 მაისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ხელისუფლებას მაისის ბოლომდე ოპოზიციური რვიანის 5 აპრილის წინადადებებზე წერილობითი პასუხის გაცემას ითხოვს – ეს პირველ რიგში ეხება ამომრჩეველთა აღრიცხვისა და საარჩევნო სისტემის მოდელებს. ოპოზიციის თქმით, მაისის ბოლო სწორედ ის ბოლო ვადაა, რაც მხარეებმა მოლაპარაკებების დაწყებისას განსაზღვრეს, რომ მოხდებოდა ძირითად პრინციპებზე შეთანხმება.

მინაშვილმა განაცხადა, რომ ერთდადერთი მთავარი ბოლო ვადა განსაზღვრული აქვს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების დამტკიცებას და ეს წლევანდელი შემოდგომაა.

მან მიანიშნა, რომ თუ მმართველი პარტია თავის წერილობით პასუხს მაისის ბოლოს წარადგენს, როგორც ამას ოპოზიციური რვიანი ითხოვს, ეს მათ მიერ წამოყენებულ ”ულტიმატუმზე” დაყოლიების ტოლფასი იქნება, რაც მმართველი პარტიისთვის მიუღებელია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
1