Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერაბიშვილი: ‘პოლიცია მოიქცევა ადეკვატურად’ ანუ ‘არავითარი რეაქცია არ ექნება’ აქციებზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 მაი.'11 / 22:41

საპროტესტო აქციებთან მიმართებაში პოლიცია მოიქცევა "ადეკვატურად“, რაც იმას ნიშნავს, რომ "არავითარი რეაქცია არ ექნება ამ მოვლენებთან დაკავშირებით“, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 21 მაისს.

ეს განცხადება მან "რუსთავი 2“–ის ყოველკვირეული გადაცემა “P.S”-ისთვის მიცემულ მოკლე ინტერვიუში გააკეთა, რომელიც ტელეკომპანიის განცხადებით, დღეს საღამოს ჩაიწერა იმ დროს, როცა სახალხო კრების აქტივისტებს უკვე დაწყებული ჰქონდათ აქციები თბილისსა და ბათუმში პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით.

"ყველამ დაინახა, რომ ყველა ის განცხადება, ყველა ის გეგმები, რაც ჰქონდათ ამ ადამიანებს იყო ყალბი და არასერიოზული. ამიტომ არასერიოზულ ქმედებებზე ჩვენ გვექნება რეაქცია ანუ არავითარი რეაქცია არ გვექნება,“– განაცხადა მერაბიშვილმა.

"დღეს იმდენად ცოტანი, იმდენად სუსტები არიან ეს ადამიანები, რომ მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ არც იმის რასაც ამბობენ და არც იმის მეასედის, რასაც ისინი ხშირად იქადნიან,“– აღნიშნა მან.   

ჟურნალისტის კითხვაზე „მხედრიონის“ პერიოდის დაბრუნების შესაძლებლობასთან დაკავშირებით, შს მინისტრმა განაცხადა, რომ ეს განცხადებები "სრულიად არასერიოზულია“, რადგან "დღეს საერთოდ სხვა საზოგადოებაა“.

“არავითარი მცირე, პატარა საფუძველიც არ არსებობს რაიმე საფრთხის შემცველი, მე მხედველობაში მაქვს განსაკუთრებით ამ ადამიანების მხრიდან და მათი მხარდამჭერების მხრიდან და არათუ მხედრიონის, მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ წინ თუ წავალთ, თორემ უკან ჩვენ გზა არ გაგვაჩნია არა მარტო იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში  პოლიცია მუშაობს, კარგად ვართ მომზადებულები,“– განაცხადა მერაბიშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15