Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ აქცია გრძელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 23 მაი.'11 / 11:44


23 მაისს, ორშაბათს დილიდან კოსტავას ქუჩა მანქანებით არის გადაკეტილი. ფოტო: Civil.ge

სახალხო კრების რამდენიმე ასეულმა აქტივისტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ, სადაც მოძრაობა კვლავ გადაკეტილია, მეორე ღამე გაათენა.

წინა დღისგან განსხვავებით, პოლიციასთან შეტაკებას ადგილი არ ჰქონია.

თუმცა, რამდენიმე შემთხვევას ჰქონდა ადგილი, როდესაც აქციაზე მყოფი ზოგიერთი აქტივისტი ჟურნალისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ერთ–ერთი ასეთი შემთხვევის დროს itv.ge–ს ოპერატორმა განაცხადა, რომ მის კამერას ერთ–ერთმა აქტივისტმა მიკროფონი დაუზიანა.


მომიტინგეები კოსტავას ქუჩაზე ორშაბათს დილით. აქტივისტები, განსაკუთრებით კი ისინი,ვინც მორიგეობენ, თეთრი პლასტმასის ჯოხებით დადიან, რაც, მათი თქმით, თავდაცვის საშუალებაა. ფოტო: Civil.ge

საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ხშირად ადანაშაულებენ ცალკეულ ჟურნალისტებს, ძირითადად ნაციონალური არხებიდან ხელისუფლების დაკვეთების შესრულებაში და მათ "აგენტებს“ უწოდებენ; მათი თქმით, ეს ჟურნალისტები განზრახ ახდენენ მომიტინგეთა პროვოცირებას.

აქციის ლიდერებმა კვირას განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ სულ ცოტა კიდევ ერთი დღე გაგრძელდება. თავიანთი სამომავლო გეგმების შესახებ მათ ჯერ განცხადება არ გაუკეთებიათ.


აქტივისტები, რომლებმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ ორშაბათ ღამე გაათენეს.ფოტო: Civil.ge

ქართულმა პარტიამ, რომელიც აქციას 22 მაისს შეუერთდა, განაცხადა, რომ "გადამწყვეტი ბრძოლა“ სააკაშვილის რეჟიმის დასასრულებლად 25 მაისს ავლაბრის მოედანზე გაიმართება და ეს უნდა იქცეს "ქართველი ხალხის მრისხანების დღედ“. თუმცა, ნინო ბურჯანაძემ მიანიშნა კვირას, რომ იგი სკეპტიკურად უყურებს ავლაბრის მოედანზე აქციის გამართვას.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19