Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სოხუმის ცნობით, ვანუატუმ აფხაზეთი აღიარა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 ივნ.'11 / 17:47

ვანუატუმ, წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძულოვანმა სახელმწიფომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გზით, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სოხუმის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება, რასაც წინ უძღოდა ორმხრივი კონსულტაციების ხანგრძლივი პროცესი, "განპირობებულია თანამედროვე გეოპოლიტიკური მსოფლიოს რეალიებით, რომელშიც ვანუატუს და აფხაზ ხალხებს შორის ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა ეკონომიკური, კულტურული და სხვა ურთიერთობების განვითარებაზე აიგება".

“აფხაზეთის მთავრობა მიესალმება ვანუატუს რესპუბლიკის მთავრობის ამ ისტორიულად მნიშვნელოვან და გაბედულ ნაბიჯს, რომელიც  წყნარი ოკეანის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებას ახალ იმპულსს შესძენს,“– ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს 27 მაისის განცხადებაში, "ამ გადაწყვეტილების მიღებით, საერთაშორისო ზეწოლის მიუხედავად, ვანუატუს რესპუბლიკამ წვლილი შეიტანა კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების საქმეში“. 

ვანუატუმ, რომლის ფართობი დაახლოებით 12 ათასი კვადრატული კილომეტრია, ხოლო მოსახლეობა 243 ათასზე ოდნავ მეტი, დამოუკიდებლობა 1980 წელს გამოაცხადა და ერთ წელიწადში გაეროს წევრი გახდა.

ვანუატუ მეხუთე ქვეყანაა, რომელმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების – აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს.

ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარების შესახებ განცხადება პირველმა სეპარატისტული რეგიონის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაქსიმ ღვინჯიამ 31 მაისს გააკეთა რუსეთის ინგლისურენოვან ტელეკომპანია Russia Today-სთან ინტერვიუში; შემდეგ ეს ინფორმაცია რუსულ საინფორმაციო გადაცემებში გაშუქდა.

ინფორმაცია ასევე გაავრცელა New York Times-მა 31 მაისს თავის ვებგვერდზე და მომდევნო დღეს თავის ბეჭდურ ვერსიაში, სადაც აცხადებს, რომ „ეკონომიკურ კრიზისში მყოფმა ვანუატუს ხელისუფლებამ აღნიშნა თავის განცხადებაში, რომ აღიარება მიზნად ისახავდა ‘მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობას’ და ერთობლივი ეკონომიკური პროექტების შესწავლას.“

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვანუატუს მიერ აფხაზეთის აღიარებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 1 ივნისს, რომ მიუხედავად იმისა, დადასტურდება ეს ინფორმაცია თუ არა, „ეს არაფერს შეცვლის“. მისი თქმით, მსოფლიოს ყველა წამყვანი ქვეყანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთგული რჩება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
24