Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო რუსეთის ვმო–ში გაწევრიანების მოთხოვნებს "არ გადახედავს"
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 ივნ.'11 / 11:24

საქართველო  ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) რუსეთის გაწევრიანების მოთხოვნებს არ გადახედავს, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ 13 ივნისს.

"არსებობს გარკვეული ტიპის მოთხოვნები, რომელთა გადახედვა ქართული მხარის მიერ არ მოხდება,“ – განაცხადა მან ბრიფინგზე, "ამას აცნობიერებს ყველა ჩვენი პარტნიორი, უპირველეს ყოვლისა, აშშ. მათ დამატებითი მოთხოვნები საქართველოს მიმართ არ აქვთ, არამედ აცნობიერებენ და აღიარებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს სუვერენული უფლებაა დააყენოს ის მოთხოვნები, რომელსაც აყენებს და ეს მოთხოვნები ეხება, საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული საზღვრების გამჭვირვალობის საკითხს, რაც სწორედ ამ ორ ქვეყანას შორის უნდა გადაწყდეს“. 

გასულ კვირას ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ 1 ივნისს რომში აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და პრეზიდენტ სააკაშვილის შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ საქართველო უარს ამბობს თავის მოთხოვნაზე  რუსეთის ვმო–ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. კუკავას განცხადება ინტენსიურად გააშუქეს რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა.

ნინო კალანდაძემ უარყო ამგვარი განცხადება და მას უსაფუძვლო უწოდა. მისი თქმით, საქართველოს მოთხოვნები "ძალაში რჩება“. 

შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე რუსულ–ქართული მოლაპარაკებების მესამე რაუნდი 2 ივნისს იგეგმებოდა, თუმცა, როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, ის „ტექნიკური მიზეზების“ გამო შვეიცარული მხარის თხოვნით გადაიდო .

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2022, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12