Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
გაეროს გენასამბლეამ საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირებზე რეზოლუცია მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 ივნ.'11 / 12:12

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 29 ივნისს საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც კიდევ ერთხელ აღიარებს ყველა დევნილის და ლტოლვილის უფლებას დაბრუნდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

რეზოლუციას მხარი 57–მა ქვეყანამ დაუჭირა 13–ის წინააღმდეგ; 74–მა კი თავი შეიკავა.

ბოლო წლების განმავლობაში მსგავსი, შესასრულებლად არასავალდებულო, რეზოლუცია გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკვე მეოთხედ მიიღო – პირველი 2008 წელს (აფხაზეთთან მიმართებაში) და კიდევ ორი 2009–ში და 2010–ში.

საქართველო აცხადებს, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაში ამ რეზოლუციის ყოველწლიური ინიცირება მიზნად ისახავს ამ საკითხისადმი საერთაშორისო ყურადღების გამახვილებას და რეზოლუციის მიმართ მხარდაჭერის გაფართოებას.

2008 წელს რეზოლუციას 14–მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი 11–ის წინააღმდეგ, 105–მა კი თავი შეიკავა. მომდევნო წელს რეზოლუციას მხარი 48 ქვეყანამ დაუჭირა, 19–მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 78–მა თავი შეიკავა. 2010 წელს მხარდამჭერთა რაოდენობა  უმნიშვნელოდ გაფართოვდა და 50–მა ქვეყანა მიემხრო, 17–ის წინააღმდეგ, ხოლო 86–მა თავი შეიკავა.

2011 წლის 29 ივნისს რეზოლუციის წინააღმდეგ შემდეგმა ქვეყნებმა მისცეს ხმა: სომხეთი; კუბა; კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა; ლაოსი; მიანმარი; ნიკარაგუა; რუსეთი; სერბეთი; შრი–ლანკა; სუდანი; სირია; ვენესუელა და ვიეტნამი.

ნაურუს დელეგაცია - ყველაზე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის, ნიკარაგუას და ვენესუელას მსგავსად აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი - სხდომას არ დასწრებია და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

გარდა იმ 50 ქვეყნისა (საქართველოს ჩათვლით), რომელთაც შარშან მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, წელს დკომუმენტის მხარდამჯერთა რიცხსვ შვიდი სახელმწიფო დაემატა, მათ შორის: ანტიგუა და ბარბუდა; კოსტა რიკა; გვინეა–ბისაუ; მალდივები; სენტ–ვინსენტი და გრენადინები; ვანუატუ.

ვანუატუმ მაისში აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა, თუმცა ივნისში წყნარ ოკეანეში მდებარე ამ კუნძულოვან სახელმწიფოში მთავრობის შეცვლის შემდეგ, მან ეს გადაწყვეტილება უკან გაიწვია.

სხვა ქვეყნებს შორის, რომელთაც წლევანდელ რეზოლუციას დაუჭირეს მხარი, არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და სხვა დასავლეთ ევროპული ქვეყნები (შვეიცარიამ, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის შუამავლის როლს ასრულებს , თავი შეიკავა), ასევე ავსტრალია; აზერბაიჯანი; ბოსნია და ჰერცეგოვინა; ხორვატია; იაპონია; მალავი; მარშალის კუნძულები; მიკრონეზია; მოლდოვა; მონტენეგრო; ახალი ზელანდია; ტუვალუ და ამერიკის შეერთებული შტატები.

თურქეთმა თავი შეიკავა; უკრაინამ, რომელმაც 2008 და 2009 წლებში მხარი დაუჭირა რეზოლუციებს, და ირანმა, რომელმაც 2008 და 2009 წლებში რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა ხმა, ამჯერად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს.

ბელარუსმა, რომლის დელეგაციაც ესწრებოდა სხდომას, განაცხადა, რომ ამგვარი რეზოლუციის მიღება „კონფრონტაციის პირობებში“ ვერ დაეხმარება ადგილზე  ვითარების გაუმჯობესებას; დელეგაციამ განაცხადა, რომ ის არ მიიღებდა მონაწილეობას კენჭისყრაში.

საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში ალექსანდრე ლომაია მიესალმა კენჭისყრის შედეგებს და განაცხადა, რომ "ყოველ წელს მხარდამჭერთა წრე ფართოვდება“.

წინა წლების მსგავსად, რუსეთის დელეგაციამ კვლავ გააკრიტიკა რეზოლუცია და განაცხადა, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულია და არაფერი აქვს საერთო ჰუმანიტარულ მიზნებთან. რუსეთის დელეგაციამ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები შესაფერისი ფორმატია დევნილთა და ლტოლვილთა საკითხის განსახილველად და თუ საქართველოს სურდა ეს საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაში წამოეწია, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებსაც უნდა მისცემოდათ შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიეღოთ გაეროში ასეთი გადაწყვეტილების მიღებაში.   

წინა რეზოლუციების მსგავსად, ახალი რეზოლუციაც იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების გრაფიკის შემუშავებისკენ მოუწოდებს და სთხოვს გაეროს გენერალურ მდივანს გენერალური ასამბლეის 66–ე სესიაზე რეზოლუციის შესრულების თაობაზე ანგარიში წარადგინოს. 

მაისში წარდგენილ ანგარიშში გაეროს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების გრაფიკი არ შემუშავებულა.

"სანამ არ შესრულდება პირობები ორგანიზებული დაბრუნებისთვის უსაფრთხო და ღირსეული გზით და არ შეიქმნება ქონების რესტიტუციის მექანიზმები, დაბრუნების ყოვლისმომცველი გრაფიკის ან საგზაო რუკის თემა ღია უნდა დარჩეს“,  – განაცხადა გენერალურმა მდივანმა ანგარიშში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
11