Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პროკურატურამ აბდალაძის აღიარებითი ჩვენება გამოაქვეყნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 ივლ.'11 / 20:09

18 ივლისს მთავარმა პროკურატურამ დაპატიმრებული ფოტოგრაფის გიორგი აბდალაძის აღიარებითი ჩვენების ვიდეო–ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც იგი აცხადებს, რომ რუსულმა დაზვერვამ 2002 წელს მაშინ გადაიბირა, როდესაც იგი დააპატიმრეს და ცხინვალში ჰყავდათ დაკავებული.

16 წუთიან ჩანაწერში აბდალაძე აცხადებს, რომ 2007 წელს, როდესაც მან პარლამენტის პრესსამსახურში დაიწყო მუშაობა და პარლამენტის თავმჯდომარის უცხოელ სტუმრებთან შეხვედრებზე ფოტოებს იღებდა, ზურაბ ქურციკიძემ, European Pressphoto Agency-ის (EPA) კორესპონდენტმა, მიანიშნა, რომ „ისიც მუშაობდა რუსეთის ერთ–ერთ სააგენტოზე“. 

"მან შემახსენა ცხინვალის ამბავი და მთხოვა, რომ რაღაც ფოტოები ერთ–ერთი ოფიციალური შეხვედრის [იმდროინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის] მიმეწოდებინა მისთვის“, – განაცხადა აბდალაძემ.

აბდალაძის მიერ გადაღებული მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის რამდენიმე პროტოკოლური ფოტოს ნახვა EPA–ს ვებ–გვერდის არქივშია შესაძლებელი. 

აბდალაძე აცხადებს, რომ 2010 წელს, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა, სადაც სამინისტროში გამართულ სხვადასხვა შეხვედრებს იღებდა, მან განაგრძო ქურციკიძესთან თანამშრომლობა.

"ბოლო თხოვნა მისი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის არა მარტო ვიზიტი, არამედ სტენოგრამაც გამეკეთებინა, ანუ უნდა გადამეღო საგარეო საქმეთა მინისტრი არა მარტო საგარეო საქმეთა სამინისტროში, არამედ პრეზიდენტის რეზიდენციაშიც“, – განაცხადა აბდალაძემ.

როდესაც მას ერთ–ერთმა ადვოკატმა ჰკითხა, თუ როგორ მოიპოვა იმ შეხვედრის "სტენოგრამა“, აბდალაძემ უპასუხა, რომ იმ საბაბით, რომ მისი კომპიუტერი არ მუშაობდა და ფოტოები ვერ გადაჰქონდა, მან შეძლო საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვა კომპიუტერთან დაჯდომა, საიდანაც მან ეს დოკუმენტი მოიპოვა. მისი თქმით, მან ეს დოკუმენტი ქურციკიძეს გადასცა.

აბდალაძის ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ ეჭვი ეპარებათ მათი კლიენტის აღიარების გულწრფელობაში. აბდალაძის ერთ–ერთმა ადვოკატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მას მიაჩნია, რომ აღიარებითი ჩვენება აბდალაძეზე "ფსიქოლოგიური ზეწოლის“ შედეგად იქნა მოპოვებული.

ბესელიამ ასევე განაცხადა, რომ აბდალაძის აღიარებით ჩვენებაში "ბევრი უზუსტობა და არასწორი ფაქტია“, რაც მის სანდოობას ეჭვის ქვეშ აყენებს. "მოგვიანებით ალბათ გაირკვევა, რომ ეს ჩვენება არ არის საკმარისი ბრალდების დასადასტურებლად“, განაცხადა ბესელიამ. იმ შემთხვევაში თუ საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოზე აღარ შედგება. ადვოკატები საკმაოდ ურთიერთსაპირისპირო განცხადებებს აკეთებენ; ბესელიას თქმით, აბდალაძეს საპროცესო გარიგება პროკურატურამ შესთავაზა, აბდალაძის მეორე ადვოკატი კი აცხადებს, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ჯერ–ჯერობით საუბარი არის.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37