Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსი დიპლომატი: აფხაზეთის არჩევნებში ‘ვინმესთვის უპირატესობის მინიჭების საფუძველი არ გვაქვს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 აგვ.'11 / 13:00

რუსეთი დაინტერესებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში დემოკრატიულად ჩატარდეს, „მშვიდ ვითარებაში, დესტაბილიზაციის გარეშე, განაცხადა რუსეთის ელჩმა სეპარატისტულ რეგიონში სემიონ გრიგორიევმა რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან სამსახურთან „ეხო კავკაზა“–სთან ინტერვიუში 15 აგვისტოს.

კითხვაზე იყო, თუ არა 2004 წლის მოვლენები გაკვეთილი რუსეთისთვის, როდესაც რუსეთის მიერ ერთ–ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის აშკარა მხარდაჭერას კონფრონტაცია და კრიზისი მოყვა არჩევნების შემდეგ, რუსმა დიპლომატმა უპასუხა: „მე ვფიქრობ, უდავოა, რომ აფხაზეთთან მიმართებაში პოლიტიკის შემუშავებისას, რუსეთი ამ მიმართულებით განხორციელებული მუშაობის მთელ გამოცდილებას ითვალისწინებს და მათ შორის 2004 წლის გამოცდილებასაც“.

„შემიძლია ვთქვა, რომ რუსულმა მხარემ დაიკავა, მე ვიტყოდი, არა თანაბრად დაშორებული პოზიცია ყველა კანდიდატთან მიმართებაში, არამედ თანაბრად დაახლოებული პოზიცია“, – განაგრძო მან. „ყველა კარგად ვიცნობთ სამივე კანდიდატს; ჩვენ ვიცით, რომ ისინი გულწრფელად ემხრობიან რუსეთთან სტრატეგიული ურთიერთობების განვითარებას და ჩვენ არ გვაქვს რაიმე საფუძველი, რომ ვინმეს უპირატესობა მივანიჭოთ და ამით გავლენა მოვახდინოთ აფხაზი ხალხის არჩევანზე“.

გრიგორიევმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის არავითარი საბაბი არ არსებობს იმ ვარაუდებისთვის, რომ 26 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა დესტაბილიზაციაში გადაიზარდოს.

იმავე ინტერვიუში რუსმა დიპლომატმა განაცხადა, რომ ამჟამად აფხაზეთში განთავსებულია 3,500 რუსი სამხედრო და 1,500 მესაზღვრე ფედერალური უშიშროების სამსახურიდან და მოსკოვი რეგიონში თავისი შეიარაღებული ძალების ზრდას არ გეგმავს.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
1