Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ამომრჩეველთა სიების გადამოწმებაზე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 სექ.'11 / 14:39

ახალი სააარჩევნო კოდექსის პროექტის საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე, დეპუტატებმა 27 სექტემბერს საარჩევნო სიების დაზუსტების თაობაზე მოქმედ კოდექსში ცვლილებების პროექტი პირველი მოსმენით 84 ხმით, ერთხმად მიიღეს.
 
შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ფორმალურად ქრისტიან–დემოკრატების მიერ იქნა ინიცირებული.  მმართველი პარტია დაეთანხმა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი პარტიის, ქრისტიან–დემოკრატების მოთხოვნას ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის თაობაზე იმ მოტივით, რომ სიების გადამოწმება 2012 წლის 1 ივლისამდე მოესწროს.

სიების მონიტორინგის მექანიზმი გათვალისწინებულია იმ შეთანხმებაში, რომელიც საარჩევნო რეფორმის საკითხებზე მმართველმა პარტიამ რამოდენიმე ოპოზიციურ პარტიასთან გააფორმა. შეთანხმების თანახმად, სპეციალურ კომისიაში, რომელსაც ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესი 2011 წლის 1 ოქტომბერს უნდა დაეწყო და 2012 წლის 1 ივლისს უნდა დაესრულებინა, წევრის წარდგენის უფლება მხოლოდ ამ შეთანხმების მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს აქვთ.

თუმცა, საარჩევნო კოდექსში ინიცირებული ცვლილებების პროექტში, ოპოზიციური პარტიების მონაწილეობაზე ამგვარი შეზღუდვის დაწესება არ არის ასახული.

პროექტის თანახმად, კომისიას პრეზიდენტი ქმნის და მასში „თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შედიან ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, რომელთა რაოდენობაც 21 არ უნდა აღემატებოდეს.

კომისია თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ წევრთაგან ირჩევს, ნათქვამია კანონპროექტში.

კომისია, რომლის მიერ "ცესკოში წარდგენილი სია წარმოადგენს ამომრჩეველთა ერთიან სიას",  გადაწყვეტილებას დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საერთო შემადგენლობის მესამედით იღებს.

დეპუტატმა ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობიდან, ლევან ვეფხვაძემ პლენარულ სხდომაზე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული კომისია "პრაქტიკულად ყველაზე მაღალი ინსტანციაა", რომელიც იქნება პასუხისმგებელი სიებთან დაკავშირებით.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, კომისია სიების დაზუსტებას „სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის კარდაკარ გადამოწმების პრინციპით“ 2012 წლის 1 ივლისამდე განახორციელებს.

სიების გადამოწმების პროცესში სახელმწიფო უწყებები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ კომისიასთან, რომლის საქმიანობა, კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ამომრჩეველთა სიების გადამოწმების, დაახლოებით, ასეთივე მექანიზმი იყო გამოყენებული 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების წინ, როცა ამ მიზნით თერთმეტ პარტიას ჯამში 1.2 მლნ  ლარი გამოეყო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე. ორთვიანი მონიტორინგის შედეგად პარტიათა მიერ გამოვლენილი ხარვეზების, დაახლოებით, 14% ჩაასწორა ცესკომ ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

ახალი საარჩევნო კოდექსის პროექტის თანახმად, ამომრჩეველთა სიების ფორმირებაზე პასუხისმგებელია ცესკო, რომელსაც აღარ ექნება ვალდებულება, რომ არჩევნებამდე ელექტორატის საერთო რაოდენობა განსაზღვროს და გამოაქვეყნოს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
37